DASOS
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Dasos-ის წვეთებში მოქცეული მოჯადოებული ტყის მისტერია ინტენსიურ, მაცდუნებელ ემოციებს აღუძრავს ყველას, ვინც ამ აფროდიზიაკურ ესენციაში ჩაიძრვას გაბედავს.
Not Chosen
ტიტანების ბერძნულ მითოლოგიაში, დასოსი წარმოადგენს ტყეს და მასში ჩაბუდებულ ბუნების სულს. სწორედ ამ მოჯადოებული ტყის ძალაა მომწყვდეული Giardino Benessere-ს სუნამო Dasos-ის ძვირფას, ელეგანტურ ფლაკონში — ბუნების ელემენტების უტყუარი მაგია.
აკრობატული ფრენის ამაღელვებელი უნარებით დაჯილდოებული Dasos-ის სურნელი, მძაფრი, არომატული თაიგულით იშლება: სიცილიურ ზაფრანასთან კომბინირებული გარდას ტბის ლავანდის რევერბერაციებს მუსკატის კაკლის და ქონდრის სახასიათო, გამორჩეული ნოტები აძლიერებს.
ცქრიალა გამხსნელი ნოტები ძვირფასი, რაფინირებული ხეების გულში იდებენ ბინას და მთელ სურნელოვან კომპოზიციას მდგრადობასა და პროექციას ანიჭებენ: მყისიერ ექოს გამოსცემს ინდური პაჩულით და ტაიტური ვეტივერით მოცული ლიბანური კედარის სიტკბო და ტოსკანური მუხის ძალა.
ტყის ელემენტების სურნელს, კამბოჯური უდისა (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და საკმეველის იდუმალების საბურველში გახვეული მუხის ხავსის ნამიანი სიგრილით, მკაფიოდ გადმოსცემს ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აფროდიზიაკური დამაჯერებლობით აღტკინებული ბაზა, რომელსაც აფრიკული აბანოზის (იგივე ეკალმუხა) ძვირფასი ხის მეფური არსი იკრავს გულში.
Dasos-ის წვეთებში მოქცეული მოჯადოებული ტყის მისტერია ინტენსიურ, მაცდუნებელ ემოციებს აღუძრავს ყველას, ვინც ამ აფროდიზიაკურ ესენციაში ჩაიძრვას გაბედავს.
ზედა ნოტები: გარდას ლავანდა, სიცილიური ზაფრანა, მუსკატის კაკალი და თიამი
შუა ნოტები: ინდური პაჩული, ტაიტის ვეტივერი, ლიბანური კედარი და ტოსკანური მუხა
საბაზისო ნოტები: მუხის ხავსი, კამბოჯური უდი, საკმეველი, ქარვა და აფრიკული აბონი
Alcohol Denat., Parfum, Eugenol, Limonene, Linalool, Benzyl Alcohol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.