მთავარიშოპი

DARCY

DARCY
DARCY

Eau de Parfum

Parfums de Marly-ს დამატყვევებელი და მხიარული არომატი Darcy საზეიმო შეხვედრის სურნელოვანი ასოციაციაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,116.00 ₾
აღწერა

საზეიმო შეხვედრის ასოციაციას ქმნის Parfums de Marly-ს დამატყვევებელი და მხიარული Darcy-ს ენერგიული სურნელოვანი კომპოზიცია. მისი მომაჯადოებელი არომატი ბერგამოტის, ფორთოხლის და ციტრუსების ტკბილი, მზიანი ნოტებით იშლება, სურნელოვანი სიამოვნების გული კი ვარდისა და ჟასმინის ემოციურ თაიგულს ამჟღავნებს.

Darcy-ს სრულყოფილ ხასიათს მისი საბაზისო ნოტები წარმოაჩენენ: პაჩულის, მუშკის და პრალინის (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში) გლუვი საფუძველი, რომლის ბრწყინვალებაც სურნელს მხიარულების მოპოვებაში ეხმარება.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: შემოდგომის და ზამთრის ცივი დღეები, დღისით და ღამით

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტის ესენცია, ფორთოხალი, ციტრუსი

გულის ნოტები: ვარდი, ჟასმინი

საბაზისო ნოტები: პაჩული, მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Benzyl Salicylate, Linalool, Benzyl Benzoate, Hydroxycitronellal, Limonene, Geraniol, Citronellol, Hexyl Cinnamal, Coumarin, Farnesol, Citral, Eugenol, Benzyl Alcohol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.