DAHAB
Eau de Parfum
სუნამო
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატს — Dahab By Kajal-ს პერსონალიზებულ ფუფუნებასაც უწოდებენ: მაჰიპნოზირებელი, მომაჯადოებელი სუნამო სიმდიდრეს და თავდაჯერებას ასხივებს და თითქოს, ყოველივე არსებულს ოქროდ გარდაქმნის.
Not Chosen
უხსოვარი დროის ვარსკვლავთა გულში დაბადებულებს,
სიცოცხლის დასასრული განაშორებს.
დედამიწისკენ მოილტვის ვარსკვლავთა მტვერი,
მომაჯადოებელი, მაცდური, ძვირფასი, როგორც ოქრო…
„დაჰაბი“ არაბულად ოქროს ნიშნავს. დამატყვევებელი ბრწყინვალების გამო, ანტიკურ ცივილიზაციებში მას მზეს ადარებდნენ და თაყვანს სცემდნენ. დრო უძლურია ოქროს მაცდური მომხიბვლელობის წინაშე, მისი სასწაულებრივი სილამაზე დღესაც სათანადოდ ფასდება. ურღვევი და გამძლე წმინდა ოქრო არასოდეს გაილევა, მის ბრწყინვალებას ვერაფერი გააუფერულებს; სულიერი გასხივოსნების უმაღლეს საფეხურს ჰგავს და სიმშვიდეს, დადებით განწყობას გვანიჭებს.
ოქრო, კაცთა შორის, ოდითგანვე ფანტაზიის გამაღვივებელი და წარმოსახვითი აზროვნების გამაძლიერებელი შთაგონება იყო. KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატის — Dahab-ის ფლაკონის თავსახური რვაქიმიანი ვარსკვლავია — სიცოცხლის სიმბოლო და ოქროსათვის ცხოვრების მიმნიჭებლის ალეგორია. თითოეულ ქიმზე ოქროს რვა განსხვავებული ტიპის არაბული დასახელებაა ამოტვიფრული.
KAJAL PERFUMES PARIS-ის Dahab განთქმული პარფიუმერების — კრისტიან კარბონელის და როზენდო მატეუს ქმნილებაა. არომატის სურნელი ეგზოტიკურ იდუმალებას, სიმდიდრეს და ფუფუნებას ასხივებს.
Dahab გემრიელი, გამაგრილებელი ნოტებით იხსნება: მწვანე ვაშლის სახასიათო, მდიდრული აკორდისა და შუშხუნა ბერგამოტის ჰარმონიული ნაზავით.
გულის ნოტების გაფურჩქნისას, მადისაღმძვრელი კომბინაცია იკვეთება — მარაკუიას მაცდური აკორდების დახვეწილი შერწყმა კედარის რბილ, დამამშვიდებელ სურნელსა და ქინძის მოტკბო-მომწარო აქცენტებთან.
Dahab-ის არომატული კულმინაცია მუშკის, ქარვის და პაჩულის საოცრად თბილი, ნატიფი ნაზავია.
საბოლოო ჯამში, Dahab გამორჩეულად მგრძნობიარე სურნელით დაჯილდოებული არომატია, რომელიც მდიდრულ ხასიათს ასხივებს.
ზედა ნოტები: გრენი სმიტის ვაშლი, ბერგამოტი
შუა ნოტები: პასიფლორა, ქინძი, კედარი
საბაზისო ნოტები: პაჩული, მუშკი, ქარვა
ALCOHOL DENAT, PARFUM, WATER, LIMONENE, BENZYL BENZOATE, HYDROXYCITRONELLAL, LINALOOL, CITRAL, CINNAMAL, CITRONELLOL, CI 26100 (RED 23), CI 47000 (YELLOW 33)
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.