მთავარიშოპისუნამო

CURARO

CURARO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Curaro, მაჰიპნოზირებელ სურნელში მოქცეული ცდუნების მეფური შტრიხია.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

მცენარე კურარე (ამერიკელი ინდიელების ენაზე „შხამი“), არა მხოლოდ ეფექტური მომწამლავი თვისებებითაა ცნობილი, არამედ — ძლიერი ანესთეზიური და მაჰიპნოზირებელი მოქმედებით; მას, სამედიცინო და სამეცნიერო მიმართულებით, დღესდღეობითაც ფართო გამოყენება აქვს.

კურარეს უნარებს, ისტორიაში ცნობილი საბედისწერო ქალი — ლუკრეცია ბორჯიაც (რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი, რომელიც განთქმული იყო სილამაზით) წარმატებით ფლობდა: მისი ზედაპირული, უკიდურესად მცირე დოზით გამოყენებაც კი საკმარისი იყო — მაგალითად, მსხვერპლის ხელის ქინძისთავით გაჩხაპნა ან არისტოკრატული პატივისცემის გალანტური ჟესტი — ხელის საკოცნელად გაწოდება, რათა მის განთქმულ ბეჭედს შეხებოდნენ, საკუთარი „ნადავლი“ მყისიერად მოეხიბლა, მოეჯადოებინა და ჰიპნოზის გავლენით, ფატალური ნება აღესრულებინა.

კურარეს დამაჯერებელი, ჰიპნოზური ძალის მსგავსად, V Canto-ს სუნამო Curaro-მაც კარგად იცის, როგორ დაიპყროს გულები პირველივე წამიდან და მისი მომხმარებელი სამეფო კიბის მწვერვალზე აიყვანოს.

არომატის სურნელი მხიარული და გამბედავი, აკრობატული ნოტებით იშლება: აღმოცენდება მერქნოვანი პაჩული, რომელსაც მაცდური ჟასმინი და ზამბახის თეთრი ყვავილები ამყარებს. გამხსნელი ნოტები მაგნოლიის ხორცშესხმულ ფურცლებზე განისვენებენ — კომპოზიციის გულში მფეთქავ ინოვაციურ, დამატყვევბელ მხატვრულ ბალანსში.

განვითარების შემდეგ ეტაპზე, ამირისის (ციტრუსი) და სანდალის ხის (სანდალის ხე/სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ტკბილ ნოტებში გახვეული, მშვენიერი ცენტიფოლიას ვარდის სურნელი გვიახლოვდება. მისგან მოშორებით კი, ტონკას მარცვლების კონტრაპუნქტი დარიჩინის ნაყოფით დამტკბარ კვამლისებრი ვეტივერის და ინდური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ძლიერ ნოტებს ეხმიანება.

მთლიანი სურნელოვანი ქმნილება ძლიერ, მდიდრული სტრუქტურის მქონე, ვიბრაციებითა და ჰარმონიებით აღსავსე, უსასრულო გამოძახილებით მფეთქავ ბაზას ეყრდნობა: კარამელის სიტკბო, დახვეწილი ლირიკული პოეზიის მსგავსად იხუტებს ძვირფას კამბოჯურ უდს და წითელ პაჩულის, უძვირფასეს ორისთან (ორისი: ზამბახის აკორდი) შერწყმული ვანილის აბსოლუტის კონტრ-მელოდიის ფონზე.
არომატს არაორდინალურ, დაუჯერებელ მდგრადობას ანიჭებს კედარის ხის და ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ნოტების მტკიცე ძალა.

V Canto-ს Curaro, მაჰიპნოზირებელ სურნელში მოქცეული ცდუნების მეფური შტრიხია.

ძირითადი ნოტები: პაჩული, ჟასმინი, მაგნოლია, ირისი 

შუა ნოტები: ვარდის აბსოლუტი, ამირისის სანდალოზის ხე, ტონკას მარცვლები, ვეტივერი, ინდური უდი, დარიჩინი 

ძირითადი ნოტები: კარამელი, იისი, წითელი პაჩული, ვანილის აბსოლუტი, ბენზოინი, კედარის ხე, კამბოჯური უდი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Geraniol, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Eugenol, Citral, Citronellol, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია