Cuir Cavalier
Eau de Parfum
სუნამო
Parfums MDCI-ს Cuir Cavalier ძლიერი, გემრიელი, მიწიერი, მკვეთრი სურნელის მქონე, მსუბუქი ნაპერწკლებით დაბალანსებული არომატია, რომელსაც საოცარი სიღრმე, გრანდიოზული პროექცია და ტკბილი, გურმანული სილაჟი (დაბოლოება) აქვს.
Not Chosen
პარფიუმერ ნატალი ფეისთაუერის ქმნილება — Parfums MDCI-ს Cuir Cavalier ძლიერი, გემრიელი, მიწიერი, მკვეთრი სურნელის მქონე, მსუბუქი ნაპერწკლებით დაბალანსებული არომატია, რომელსაც საოცარი სიღრმე, გრანდიოზული პროექცია და ტკბილი, გურმანული სილაჟი (დაბოლოება) აქვს.
გამხსნელი ნოტები: იტალიური წითელი მანდარინი, ზაფრანა
გულის ნოტები: კვიპრიოლი (რიზომებისგან/ფესურებისგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), ვარდი, ზამბახი, თეთრი თაფლი
საბაზისო ნოტები: კედარი, უდი, ტონკას მარცვლები, ვანილი, მუშკი
ზედა ნოტები: ვარდი, ზაფრანა და სისხლიანი მანდარინი;
შუა ნოტები: კვიპრიოლის ზეთი ანუ ნაგარმოტა, ზამბახი და თეთრი თაფლი;
ძირითადი ნოტები: ტყავი, აგარის ხე (უდი), მუშკი, ვანილი, კედარი და ტონკას მარცვლები.
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.