Cryo-Flash Mask
10-წუთიანი გამოყენების გელ-კრემის სტრუქტურის სახის ნიღაბი მოყინვის ეფექტით, კანის აჭიმვის მყისიერად შესამჩნევ, პროფესიონალურ შედეგს გვთავაზობს. ფორები თვალსაჩინოდ ვიწროვდება, კანის ბრწყინვალება კი — ძლიერდება. for Combination, Dry, Normal, Oily
Not Chosen
კრიო-თერაპიისა და Clarins-ის პროფესიონალური სპას გამოცდილების შთაგონებით შექმნილი ყინულივით ცივი, გელ-კრემის სტრუქტურის ნიღაბი, 10 წუთში, კანის აჭიმვის თვალსაჩინო ეფექტს გვთავაზობს.*
კანის ტემპერატურა 14°-ით (ცელსიუსი) მცირდება, რაც ორჯერ აღემატება სახის მკურნალობის შედეგს კრიოთერაპიის ტრადიციული მეთოდით** და კანს დაბერების ნიშნებთან ბრძოლაში მყისიერი და ხანგრძლივი შედეგებით ეხმარება.
ნიღბის გამოყენების შედეგად, კანი შესამჩნევად მკვრივდება, გლუვდება და ჯანსაღ ელფერს იძენს.
Clarins-ის ექსკლუზიური კრიო-ტექნოლოგიით — Cryo-Starter Technology-თ გაძლიერებული ბრენდის საავტორო ნაზავი — მოლეკულა M.G.A. + მენთოლის წარმოებული + ორგანული საღამოს ყვავილობის ფურისულას ექსტრაქტი, ამ უნიკალურ ნიღაბს კანის მკვეთრად გაგრილებისა და მყისიერი აჭიმვის უნარებს ანიჭებს, ამცირებს ფორების ხილვადობას და აძლიერებს ბრწყინვალებას; ამავდროულად, 24 საათის განმავლობაში, კანის ტენიანობას ინარჩუნებს.***
ნიღბის სისტემატური გამოყენებით, Clarins-ის ინოვაციური ფორმულა დაბერების საწინააღმდეგო გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ: კანი თვალსაჩინოდ მკვრივდება, წვრილი ხაზები და ნაოჭები კი — უფერულდება.
ორგანული ცხენის წაბლის აქტიური კომპონენტი — ესცინი, კანის ბზინვარებას აღადგენს, ორგანული კვინოას ექსტრაქტი კი — დატენიანების პროცესს აძლიერებს. ორგანული ედელვაისის ექსტრაქტი კანს მავნე ზემოქმედების თავისუფალი რადიკალებისა და შესაბამისად, დაბერების ნაადრევი ნიშნების გაჩენისგან იცავს. ჰიდროქსისტეროლის მჟავა შესამჩნევად აახალგაზრდავებს კანს და ტონუსს — ხილულ სიმკვრივესა და ხავერდოვნებას ანიჭებს.
ნიღბის კრემოვანი, სენსორული, ყინულოვანი ფორმულა, პიტნის გამამხნევებელი არომატით, სიგრილის შეგრძნებებსა და კეთილდღეობის სრულყოფილ განცდას მოგანიჭებთ.
*კანის აჭიმვის მყისიერი ეფექტი ნიღბის 10-წუთიანი გამოყენების შედეგად — შემოწმებულია კლინიკურად, 32 ქალზე.
**კლინიკური შემოწმება ჩატარდა 60 მოხალისეზე, საფრანგეთის ყველაზე მოთხოვნადი კრიოთერაპიის 3 განსხვავებული პროცედურის ხელსაწყოებით მიღწეული შედეგების საშუალო მაჩვენებელზე დაყრდნობით — 10-წუთიანი გამოყენების შემდგომ, კანის ტემპერატურების საშუალო მაჩვენებლის გამოთვლით.
*** 24-საათიანი დატენიანება: კლინიკურად შემოწმდა 24 ქალი, ნიღბის 10-წუთიანი გამოყენების შემდეგ.
Visible lift effect Minimizes the appearance of pores Boosts skin's radiance 24-hour hydration Visibly firms with continued use Visibly reduces the look of fine lines and wrinkles with continued use
AQUA/WATER/EAU. GLYCERIN. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER. OCTYLDODECANOL. COCOCAPRYLATE/ CAPRATE. 1,2-HEXANEDIOL. AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER. PROPANEDIOL. MENTHONE GLYCERIN ACETAL. ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER. POLYACRYLATE CROSSPOLYMER-6. BORON NITRIDE. HYDROXYACETOPHENONE. SODIUM HYDROXIDE. ESCIN. ETHYLHEXYLGLYCERIN. TOCOPHERYL ACETATE. CHENOPODIUM QUINOA SEED EXTRACT. PARFUM/FRAGRANCE. DISODIUM EDTA. INULIN LAURYL CARBAMATE. LEONTOPODIUM ALPINUM FLOWER/LEAF EXTRACT. OENOTHERA BIENNIS (EVENING PRIMROSE) FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. HYDROXYSTEARIC ACID. T-BUTYL ALCOHOL. SODIUM BENZOATE. CITRIC ACID. CI 42090/BLUE 1. CI 19140/YELLOW 5. TOCOPHEROL. [V4240A]
კვირაში 2-3-ჯერ: დაიტანეთ ნიღბის სქელი ფენა სახეზე, მოარიდეთ თვალებს. გაიჩერეთ პროდუქტი სახეზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ — მოიშორეთ ხელსახოცით ან ჩამოიბანეთ.
მოვლის მომდევნო ეტაპზე, გამოიყენეთ CLARINS-ის თქვენთვის სასურველი შრატი და დამატენიანებელი კრემი.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
