მთავარიშოპისუნამო

CRIO

CRIO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Crio-ს სურნელი, ყინულის წვეთში მოქცეულ ცხოვრებისეულ ენერგიას, სიცოცხლისუნარიანობასა და ეიფორიას განასახიერებს.

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

კრონოსის ძმა — ამაყი და მამაცი ღვთაება — კრიო, ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი და ძლიერი ტიტანია. ის კოსმოსურ ელემენტებს განაგებს და იცის, კრიოგენიკის ძლიერი ყინულით, როგორ გააჩეროს დროის მსვლელობა და ვარსკვლავების მოძრაობა.

Giardino Benessere-ს Crio-ს სურნელი გრილი ნოტებით იშლება — ფორთოხლის ყვავილების და ჩაი „ერლ გრეის“ გამარჯვებული არომატებით, რომლებიც ვარდის და ზამბახის ფურცლების საწოლში ეფინებიან. კომპოზიციის გულს აღრმავებს და აძლიერებს ვარდისფერი პილპილის და მუხის ხავსის მიმზიდველი სიგრილით გამოკვეთილი ტუბეროზის და ტონკას მარცვლების რიტმული ფეთქვა.

არომატს მდგრად საფუძველს ანიჭებს საბაზისო ნოტები — მუშკის სიტკბოსა და ტოსკანური ტყავის ანიმალისტურ ობერტონებში გახვეული ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და ოპოპონაქსის (ოპოპონაქსი: აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით) ფისები.

Crio-ს სურნელი, ყინულის წვეთში მოქცეულ ცხოვრებისეულ ენერგიას, სიცოცხლისუნარიანობასა და ეიფორიას განასახიერებს.

საწყისი ნოტები: ფორთოხლის ყვავილები, დამასკური ვარდი, ზამბახი და ერლ გრეის ჩაი 

შუა ნოტები: ტუბეროზა, ვარდისფერი წიწაკა, ტონკას ლობიო და მუხის ხავსი

საბაზისო ნოტები: ბენზოინი, რეზინოიდი, მუშკი, ოპოპონაქსი და ტოსკანური ტყავი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Eugenol, Hydroxycitronellal, Benzyl Salicylate, Amyl Cinnamal, Hexyl Cinnamal, Limonene, Isoeugenol, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Geraniol, Citronellol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.