მთავარიშოპისუნამო

COR GENTILE

COR GENTILE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Cor Gentile — ესაა ფაქიზი სულისათვის შექმნილი ფაქიზი სურნელია

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სუნამო Cor Gentile-ის („კეთილი გული“) ფაქიზი და დახვეწილი გულის შესახებ გვიამბობს და თავისი კომპლექსური სტრუქტურით, შეყვარებულებს განასახიერებს. მასში, ფუმფულა ყვავილების — კამელიებისა და მიხაკების თაიგულის დამსახურებით, მოხდენილად და სასიამოვნოდ ვლინდება ალერსის სრულყოფილი ძალა; ამავდროულად, არომატს, პაჩულისა და მერქნოვანი ნოტების მინიშნებებით, ათასწლოვანი ციხე-სიმაგრის საძირკველის უძრავი ქვასავით ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვს.

Cor Gentile დელიკატური წინასწორობაა სიფაქიზესა და სიმტკიცეს, დახვეწილობასა და ხასიათს შორის — იმ დიდებული ბუნებით დაჯილდოებული პიროვნებებისადმი მიძღვნილი ყველაზე სწორი სინთეზი, საკუთარი თავის გამოსავლენად, ტონს რომ არასოდეს აუწევენ. კომპოზიციის შთამაგონებელი შტრიხები „გრაცია“ და „კეთილი გულია“, რომელთაც, სპეციებისა და მერქნების ზუსტი ბალანსით გარემოცული მდიდრული ყვავილების მხიარული აფეთქება წარმოადგენს.

V Canto-ს Cor Gentile — ესაა ფაქიზი სულისათვის შექმნილი ფაქიზი სურნელია

ზედა ნოტები: შავი პილპილი, რბილი მუშკი, ღვიის კენკრა, მირა

შუა ნოტები: კამელია, ვარდი, შროშანი, მიხაკი, ხავერდი, სელი

ძირითადი ნოტები: სანდალოზის ხე, პაჩული, ვანილი, რუსული ტყავი

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Limonene, Geraniol, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Citronellol, Eugenol, Hydroxycitronellal, Citral

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია