მთავარიშოპისუნამო

CLUB OF IRIS

CLUB OF IRIS
CLUB OF IRIS

Extrait de Parfum

სუნამო

CLUBS OF IRIS-ის არომატის გაშლისას გვეგებებიან იის მწვანე ფოთლების, ბერგამოტისა და წითელი ჟოლოს ნოტები.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

CLUBS OF IRIS-ის არომატის გაშლისას გვეგებებიან იის მწვანე ფოთლების, ბერგამოტისა და წითელი ჟოლოს ნოტები.

სუნამოს გულს სიცოცხლეს ანიჭებენ ანისული, ზამბახის აბსოლუტი (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) და თურქული ვარდის ესენცია.

პაჩულის, უძვირფასესი ალიასკური კედარის ხის, კვამლისებრი ჯავას (კუნძული ინდონეზიაში) ვეტივერის და ქარვის საბაზისო ნოტები კი განსხვავებული პერსპექტივით წარმოგვიჩენენ მსოფლიოს ერთ-ერთ უმშვენიერეს ყვავილს — ზამბახს და საშუალებას გვაძლევენ, სრულყოფილად შევიგრძნოთ სუნამოს უკიდურესად უნიკალური არომატი.


გამხსნელი ნოტები: გრეიფრუტი, ბერგამოტი, იის ფოთოლი, ჟოლო

გულის ნოტები: ანისული, მიხაკი, ზამბახის ფესვები, თურქული ვარდი

საბაზისო ნოტები: ალიასკის კედარი, პაჩულის გული, ჯავას (კუნძული ინდონეზიაში) ვეტივერი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკი

Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Citronellol, Eugenol, Geraniol, Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.