მთავარიშოპისუნამო

CLANDESTINE CLARA

CLANDESTINE CLARA

Eau de Parfum

სუნამო

PENHALIGON'S-ის ეგზოტიკური, პიკანტური, ტკბილი არომატი Clandestine Clara კომპლექსური სურნელოვანი პერსონაჟის განსხეულებაა, რომელიც ყველას აცდუნებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,009.00 ₾
აღწერა

კლარა — თანასწორად გურმანული, პიკანტური და ტკბილია. მისი სუნამო ეგზოტიკური მოგზაურობის ზღაპარს გვიამბობს, რომის და ვანილის, დარიჩინის და მუშკის, ქარვისებრი პაჩულის უკიდურესად მადის აღმძვრელი ნოტებით.

ლორდი ჯორჯისთვისაც კარგადაა ცნობილი იდუმალი კლარას მომნუსხველობის შესახებ…

Clandestine Clara ჭეშმარიტად თავისუფლების არომატია — მისტიკური, საეჭვო ყოფა-ქცევის ქალის პერსონაჟი, რომელიც თბილი, მდიდრული და გამყოლი სურნელით საყოველთაო ყურადღებას იქცევს.


გამხსნელი ნოტი: რომი

გულის ნოტი: ტონკას მარცვლები

საბაზისო ნოტი: ოპოპონაქსი (აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით)

არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.