მთავარიშოპისუნამო

CICUTA

CICUTA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Cicuta-ს სურნელი, მომაკვდინებელი ცდუნებისა და მარადიული სილამაზის იარაღის მსგავსად, მყისიერად შეგიპყრობთ!

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

ჰემლოკი (დოქტორ როი ჰემლოკის მიერ შემუშავებული შხამი) კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომაკვდინებელი საწამლავია, თუმცა, სწორი დოზირების შემთხვევაში, ჰიპნოზის ეფექტიც აქვს და კაცთა გულსა და გონებას იმორჩილებს. V Canto-ს ამავე სახელწოდების სურნელოვანი ქმნილება, დაგემოვნებისთანავე, ჩვენი ემოციების ყოველ კუთხე-კუნჭულს შეფარულად მოეფინება და სიზმრისეულ მდგომარეობას გვანიჭებს.

ციკუტა, იგივე ჰემლოკი (დოქტორ როი ჰემლოკის მიერ შემუშავებული შხამი) კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომაკვდინებელი საწამლავია, თუმცა, სწორი დოზირების შემთხვევაში, ჰიპნოზის ეფექტიც აქვს და კაცთა გულსა და გონებას იმორჩილებს.

ისტორიაში ცნობილი საბედისწერო ქალი — ლუკრეცია (იგულისხმება სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი და რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია, რომელიც ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“), ამ ფატალური მიქსტურების დამზადებაში კარგად იყო დახელოვნებული; მათი მეშვეობით, აჯადოებდა და აკონტროლებდა ყველას, ვისაც კი მოისურვებდა. V Canto-ს არომატის შემქმნელებმა, შემოქმედებითი მოკვლევებისას, მისი საწამლავების რეცეპტები მოიძიეს და ასე დაიბადა სუნამოს ექსტრაქტი, სახელად Cicuta, მაჰიპნოზირებელი, მაგნიტური ძალებით: მისი სურნელი, დაგემოვნებისთანავე, ჩვენი ემოციების ყოველ კუთხე-კუნჭულს შეფარულად მოეფინება და სიზმრისეულ მდგომარეობას გვანიჭებს.

კომპოზიცია იხსნება დილის ნამით დაკოცნილი მწვანე ფოთლების სურნელში ნაზად გახვეული ფორთოხლის, კლემენტინის (მანდარინისა და ფორთოხლის ჰიბრიდი) და ბერგამოტის ნოტებით. სიცილიური ციტრუსების მზისგან მომწიფებული თაიგული მეტად მრავალმხრივი ხდება მეფურ, ელეგანტურ საწოლზე მისვენებისას, სადაც დამასკოს, ცენტიფოლიასა და მუსკატის ვარდების ნოტებს ფაქიზად ეკვრის გარს ხმელთაშუა ზღვის ქინძი და ლიბანური კედარი.

ამ კომპლექსურ შხამს, ფეხვები აქვს გადგმული ტაიტური ვანილის წიპწების მაცდურ სიტკბოსა და მადაგასკარულ ყვავილებში. საბაზისო ნოტებს გამოკვეთს და აძლიერებს მუშკის დახვეწილი ინტენსივობა.

V Canto-ს Cicuta-ს სურნელი, მომაკვდინებელი ცდუნებისა და მარადიული სილამაზის იარაღის მსგავსად, მყისიერად შეგიპყრობთ!

ზედა ნოტები: ფორთოხალი, კლემენტინი და ბერგამოტი

შუა ნოტები: ქინძი, დამასკოს ვარდი, ასულუტის ვარდი

საბაზისო ნოტები: ვანილის მარცვლები, ვანილის ყვავილი, გველგესლას კომბოსტო, ქარვა, არყის ხე და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Citronellol, Geraniol, Linalool, Eugenol, Citral, Benzyl Alcohol, Methyl 2-Octynoate, Farnesol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია