მთავარიშოპისუნამო

CIANURO

CIANURO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Cianuro-ს ნიავის მიერ მონაბერ მაცდურ ძალას, შემხვედრები, თქვენი ჩავლიდან დიდი ხნის შემდეგაც მძაფრად შეიგრძნობენ.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

ციანიდი, ერთი შეხედვით უვნებელი ვიზუალით, ხშირად, სუფრის მარილის კრისტალებში ერევათ, რის გამოც, ყოველთვის პრაქტიკული და ეფექტურად მომაკვდინებელი საწამლავი იყო: სასტიკად ადვილია მისი მადის აღმძვრელ ინგრედიენტად შენიღბვა, მოქმედება კი — ლეტალური აქვს.

თავისი ცნობილი ბეჭდის გენიალურ საიდუმლო განყოფილებაში, ციანიდს ოსტატურად მალავდა ისტორიაში ცნობილი საბედისწერო ქალი — ლუკრეცია ბორჯია (რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი, რომელიც განთქმული იყო სილამაზით) და ყოველ მსხვერპლს, „უკანასკნელ ვახშამზე“, საყვარელ კერძებში, მარილის ნაცვლად უყრიდა.

ეს იოლად შესანიღბი შხამი, მშვენიერი ლედის ერთგული მეგობარი გახდა, რადგან კარგად იცოდა, პატრონის მაჰიპნოზირებელი სილამაზისთვის რა სამსახურიც უნდა გაეწია. სწორედ მსგავსი წარმატებით ნუსხავს და აჰიპნოზებს ყველას, ვინც მასთან მიახლოებას გაბედავს, V Canto-ს არომატი Cianuro — ცდუნების ჯადოს ელექსირი აშკარა უვნებელი მომხიბლავობით, რომლის სურნელი მაგიური აურის მსგავსად იფრქვევა.

Cianuro-ს სურნელოვანი თაიგული ეგზოტიკური ხილის სიტკბოთი იშლება: პაპაიას გამოძახილები გადახლართულია მანგოსა და მარაკუიასთან. მათ ნოტებს, ანანასის სიტკბო და ნეროლის (ნეროლი: მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) მხიარული აკორდი აძლიერებს.

კომპოზიციის მანათობელ გახსნას, მწველი ვარდების საწოლზე მოსვენებული გულის ნოტები ეგებებიან და კარს უღებენ სინუსურ, დამატყვევებელ ჩახუტებას: წყლის თეთრი შროშანის მომხიბლავობა გარს ეკვრის ნარცისის ძალას და ხეობის შროშანის ელეგანტურობას.

სურნელოვანი ქმნილების საიდუმლო შთაგონება მუხის ხავსის სიგრილეს, ძვირფას პაჩულის და სანდალვუდს (სანდალვუდი/სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ეყრდნობა. საბაზისო ნოტებს არბილებს მაცდური ტოსკანური ტყავი და თბილი ქაშმირი (ქაშმირის ხე: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული).

Cianuro-ს ნიავის მიერ მონაბერ მაცდურ ძალას, შემხვედრები, თქვენი ჩავლიდან დიდი ხნის შემდეგაც მძაფრად შეიგრძნობენ.

ძირითადი ნოტები: მანგო, მარაკუია, პაპაია, ანანასი და ნეროლი

შუა ნოტები: ლოტოსის ყვავილი, ნარცისი, ველის შროშანი და დამასკოს ვარდი

ზედა ნოტები: მუხის ხავსი, პაჩული, სანდალოზის ხე, ტოსკანური ტყავი და ქაშმირი

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Hydroxycitronellal, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Hexyl Cinnamal, Limonene, Geraniol, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Citral

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია