CHIC ET BOHEME
Eau de Parfum
სუნამო
Chabaud-ს ხანგრძლივად გამყოლი სუნამო Chic Et Bohème კლასიკური ფრანგული პარფიუმერიის მკაფიო რეინტერპრეტაციაა — ქლიავის და პაჩულის განმაცვიფრებელი ნოტებით გამდიდრებული ყვავილოვანი არომატი.
Not Chosen
Chabaud-ს ხანგრძლივად გამყოლი სუნამო Chic Et Bohème კლასიკური ფრანგული პარფიუმერიის მკაფიო რეინტერპრეტაციაა — ქლიავის და პაჩულის განმაცვიფრებელი ნოტებით გამდიდრებული ყვავილოვანი არომატი.
Chic et Bohème ოსტატურად უყრის თავს ყვავილების მაცდურ ხიბლს, რათა თითოეული მათგანი ოპტიმიზმით, მომხიბლავობითა და უნიკალური ხასიათით გარდაქმნას.
Chic Et Bohème, ერთდროულად, მხიარული სიმსუბუქისა და მშვენიერი სულის განსხეულებას წარმოადგენს.
შთაგონება
Chic et Bohème-ის სურნელის გაშლისას, ნათელი, ტკბილი და გემრიელი მანდარინი ჰარმონიულად ერწყმის ფორთოხლის ყვავილის ესენციას და დახვეწილად ძლიერდება ყვავილოვანი ილანგ ილანგით. გამხსნელ ნოტებს საბურველში ახვევს ქარვის და პაჩულის ღრმა, მგრძნობიარე და მომაჯადოებელი აკორდები, ქლიავის ნოტები კი — არომატს სიგრილის და უმანკოების შტრიხებს ანიჭებს.
სურნელოვან კომპოზიციას პაჩულის, ამბრის და დელიკატური ვანილის ბაზა ამყარებს, რომლის დამსახურებითაც, სუნამო ხანგრძლივად რჩება კანზე, რათა მთელი დღის განმავლობაში, ელეგანტურობა მოგანიჭოთ.
ზედა ნოტი: მანდარინი, ნეროლი, ილანგ-ილანგი
შუა ნოტი: ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, ქლიავი
ძირითადი ნოტი: პაჩული, ქარვა, ვანილი
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.