CHAT PERCHÉ
EAU DE TOILETTE
სუნამო
Goutal-ის Chat Perché სინაზის, სიგრილისა და სასიამოვნო მოგონებებით სავსე ბავშვობის უდარდელი სიხარულის სურნელია.
Not Chosen
სოფლის გარემოს აღტაცებაში მოჰყავს ბავშვები, როდესაც ბუნების მიერ ბოძებულ პატარ-პატარა სახალისო ნიუანსების შესახებ, აღმოჩენებს აკეთებენ: ფეხშიშველები დარბიან ბალახზე, სულს უბერავენ ბაბუაწვერას, დაძვრებიან ხეებზე და გათენებიდან დაღამებამდე თამაშობენ.
Goutal-ის Chat Perché სინაზის, სიგრილისა და სასიამოვნო მოგონებებით სავსე ბავშვობის უდარდელი სიხარულის სურნელია.
გამხსნელი ნოტი: ლიმონის ყვავილი
გულის ნოტები: ნასტურცია, ტკბილი ბარდა
საბაზისო ნოტები: თეთრი მუშკის სახეობები
ALCOHOL DENAT., AQUA (WATER /EAU), PARFUM (FRAGRANCE), Benzyl benzoate, Limonene, Hydroxycitronellal, Linalool, Geraniol, Benzyl salicylate, Farnesol, Alpha-Isomethyl Ionone
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).