მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Ceramide Replenishing Cleansing Oil
კანის აღმდგენი გამწმენდი ზეთი კერამიდის შემცველობით Ceramide Replenishing Cleansing Oil for Normal
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ზეთი Ceramide Replenishing Cleansing Oil, იდეალური საშუალებაა როგორც მაკიაჟის, მათ შორის — წყალგამძლე ტუშის და ლაინერის, ასევე — ჭუჭყის მოსაშორებლად. ამავდროულად, აუცილებელი ლიპიდების შემცველობით, კანს კვებავს და სუფთა, ნაზ, გლუვ სტრუქტურას ანიჭებს.
Ceramide Replenishing Cleansing Oil, როგორც Elizabeth Arden-ის კანის ბარიერის გამაძლიერებელი კერამიდის შემცველი პროდუქტების ხაზის დამაგვირგვინებელი შტრიხი, გარგრის, ალისარჩულის და ზეითუნის ზეთის დამარბილებელი, ანტიოქსიდანტური და მკვებავი თვისებების კომბინაციით, შლის კოსმეტიკის ნარჩენებს და ცხიმს და აღადგენს კანის ბარიერულ შრეს.
მასაჟისებრი მოძრაობებით გადანაწილებისას, ზეთი კანს ეფექტურად, გამოშრობისა და დაჭიმულობის შეგრძნების წარმოქმნის გარეშე ასუფთავებს.
მიზანშეწონილია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც; არ ტოვებს ცხიმოვან ნარჩენებს, არ ახშობს ფორებს, კანს კი დაბალანსებულ, სუფთა, ჯანსაღ იერსახეს ანიჭებს.
Ceramide Replenishing Cleansing Oil-ის მოქმედების ეფექტი:
- გამწმენდის ფორმულაში შემავალი დამარბილებელი ზეთები, ეფექტურად შლის კოსმეტიკურ ნარჩენებს და ხანგრძლივად მდგრად მაკიაჟს
- ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეთი, ხელს უწყობს კანის მოვლას და დაცვას
- ბარიერის გამაძლიერებელი ინგრედიენტები, ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს
- ზეთის მასაჟისებრი მოძრაობებით გადანაწილებით, გამწმენდ პროცესს გაააქტიურებთ და ამავდროულად, კანს, ტენიანობას შეუნარჩუნებთ
- ეფექტურად შლის ჭუჭყის ნარჩენებს
- აშორებს მაკიაჟს
- კანს კვებავს
- არ ახშობს ფორებს
Prunus Armeniaca (Apricot) Kernel Oil, Carthamus Tinctorius (Safflower) Seed Oil, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Caprylic/Capric Triglyceride, PEG-20 Glyceryl Triisostearate, Parfum (Fragrance), Limonene, Linalool.
დაიწვეთეთ ზეთი სუფთა, მშრალ ხელის გულებზე და გადაინაწილეთ სახეზე ნაზი მასაჟისებრი მოძრაობებით. 15 წამის შემდეგ, ხელის გულები წყლით დაინამეთ და მასაჟისებრი მოძრაობა განაგრძეთ მანამ, სანამ პროდუქტი რძისებრ, თეთრ ემულსიად არ გარდაიქმნება. ჩამოიბანეთ კარგად და გაიმშრალეთ სახე.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.