მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Ceramide Purifying Toner
კერამიდის შემცველი კანის გამწმენდი ტონერი Ceramide Purifying Toner for Normal
Not Chosen
Elizabeth Arden-ის უნიკალური ტონერი — Ceramide Purifying Toner, ორფაზოვანი მოქმედებით ხასიათდება:
პირველ ფაზაზე, მცენარეული ინგრედიენტების შემცველობით, კანს ნაზად წმენდს და ასუფთავებს; ამავდროულად, ზედმეტ ნარჩენებს აშორებს.
მეორე ფაზაზე კი, ფორმულა Ceramide 3-ის მოქმედებით, კანს აცხრობს, ამშვიდებს და სიგრილისა და სინაზის შეგრძნებებს ანიჭებს.
Ceramide Purifying Toner, ამავე ბრენდის კრემოვანი გამწმენდის — Ceramide Purifying Cream Cleanser-ის იდეალური პარტნიორია.
გაისუფთავეთ კანი და ისიამოვნეთ დამამშვიდებელი და ჩამაცხრობელი მოქმედებით: Ceramide Purifying Toner, კანს ფაქიზად წმენდს, აშორებს ჭარბად გამოყოფილ ცხიმს, ამშვიდებს, აუმჯობესებს ტექსტურას და ზოგად იერსახეს. ლოსიონის ფორმულა არ შეიცავს არომატიზატორებს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
Ceramide Purifying Toner-მა, 2012 წელს, ჩინეთის საუკეთესო დამატენიანებელი ტონერის ჯილდო მოიპოვა!
Water/Aqua/Eau, Alcohol Denat., Isododecane, Glycerin, Ceramide 3, Anthemis Nobilis Flower Extract, Malva Sylvestris (Mallow) Extract, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Salvia Officinalis (Sage) Leaf Extract, Sambucus Nigra Flower Extract, Yeast Extract/Faex/Extrait De Levure, Propylene Glycol, Cholesterol, Sorbitan Oleate, Isostearic Acid, Citric Acid, Triethanolamine, Methylparaben, Red 4 (Ci 14700), Yellow 5 (Ci 19140).
ტონერის ფლაკონი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. დაიტანეთ ბამბის დისკზე და გადაინაწილეთ სახეზე. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.