მთავარიშოპისუნამო

CEO

CEO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

არომატი Ceo, წმინდა რაციონალური სიგიჟის წვეთში მოქცეული უკვდავი ელეგანტურობის ძალაა!

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

რაციონალური ინტელექტის სიმბოლო — ტიტანი კოუსი, ბერძნულ ტრადიციაში, მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რადგან ის ურანის (იგივე ცა) და გაიას (იგივე დედამიწა) კავშირით იშვა. კოუსი სამყაროს ჩრდილოეთის სვეტს წარმოადგენდა და უკიდეგანო ნებისყოფის გამო, თითქმის დაუმარცხებლად ითვლებოდა.

რაციონალური, უკიდურესად ჭკვიანი და უდიდესი მონდომებით შთაგონებული ტიტანი, განმაცვიფრებელი სტრატეგიების წყალობით, ყველა მიზანს აღწევდა, Giardino Benessere-ს მდიდრულ, გონების ძალის ამსახველ, მოყვითალო-მომწვანო მეტალის ფლაკონში მოთავსებულ სუნამო Ceo-ს მსგავსად.

ადამიანის მოაზროვნე ტვინი კაცობრიობას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ყველაფერს, რაზეც კი ოცნება და ფიქრი შეუძლია: სწორედ მისი ძალაა მომწყვდეული გონების ტიტანით შთაგონებული სუნამოს წვეთებში!

Ceo-ს არომატი შუშხუნა, ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: ბრაზილიური ფორთოხლის რევერბერაციები რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და კარიბის ლაიმის გამოძახილებს უერთდება. ციტრუსის ნოტებს გულში იკრავს ბულგარული ვარდის, იტალიური თაფლის და ცეილონის (შრი-ლანკა) დარიჩინის დამაჯერებლობა; მათ კი, თავის მხრივ, სიცილიური გრეიფრუტი, იერუსალიმის გალბანუმი (გალბანუმი: ფერულას ფისი) და ბულგარული ლავანდა აძლიერებს.

ცქრიალა, ელეგანტური გამხსნელი ნოტები ნაზ, მაცდურ გულში იყრიან თავს: დახვეწილი ეგვიპტური გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), გამაგრილებელი იტალიური პიტნის და პროვოკაციული ინდური სამბაკის ჟასმინის ელეგანტური შერწყმა ტოსკანურ ტყავსა და ჩინურ ჯანჯაფილთან გამდიდრებულია ფრანგული შავი მოცხარის და სინგაპურული პაჩულის ნოტებით.

სურნელის გული მტკიცე, აფროდიზიაკურ ბაზაზე განისვენებს, რაც არომატის ღრმა, მდგრად ხასიათს განაპირობებს: ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) და ბერძნული არტემიზიას რევერბერაციებს ბურბონის ვანილის უნიკალური დამაჯერებლობა იხუტებს. საბაზისო ნოტებს კიდევ უფრო აძლიერებს იტალიური მუხის ხავსის და სუდანური ოპოპონაქსის (ოპოპონაქსი: აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით) აკრობატული კომბინაცია.

არომატი Ceo, წმინდა რაციონალური სიგიჟის წვეთში მოქცეული უკვდავი ელეგანტურობის ძალაა!

ზედა ნოტები: ბრაზილიური ფორთოხალი, რეჯო კალაბრიული ბერგამოტი, კარიბის ლაიმი, ბულგარული ვარდი, იტალიური თაფლი, ცეილონის დარიჩინი, სიცილიური გრეიფრუტი, იერუსალიმის გალბანუმი და ბულგარული ლავანდა

შუა ნოტები: ეგვიპტური გერანიუმი, იტალიური პიტნა, ინდური ჟასმინი სამბაკი, ტოსკანური ტყავი, ჩინური კოჭა, ფრანგული შავი მოცხარი და სინგაპურის პაჩული

საბაზისო ნოტები: ამბრა, ბერძნული არტემიზია, ბურბონის ვანილი, მუშკი, იტალიური მუხის ხავსი და სუდანური ოპოპონაქსი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Evernia Prunastri Extract, Geraniol, Hydroxycitronellal, Eugenol, Citronellol, Benzyl Benzoate, Citral, Benzyl Alcohol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.