Cedro Musk
Eau de Parfum
სუნამო
დინამიკური, ათლეტური და ექსტრავერტული თვისებებით გამორჩეული ძლიერი, სტაბილური ადამიანები, ხშირად, გარშემომყოფთა ბურჯად გვევლინებიან; მათი სანდო ხასიათი კი დაცულობის და ენერგიის აურას ასხივებს…
Not Chosen
Alyssa Ashley-ს არომატი Cedro Musk კედარის, ლიმონის და ფორთოხლის ცქრიალა ნოტებით იშლება. სურნელოვანი კომპოზიციის გულს დაფნის, ტარხუნის და ჟასმინის არომატული მელანჟი წარმოქმნის, ბაზას კი — ქარვის და ელეგანტური მუშკის ნოტებთან კომბინირებული პაჩულის, გაიაკის ხის და კედარის ხის ნოტები.
top; Orange, Fresh Accord, Lemon, Sparkling Cedar, heart; Laurel, Jasmine, Estragon , base; Patchouli, Cedar Wood, Amber, Gaiac Wood, Musk
ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), CITRAL, CITRONELLOL, COUMARIN, HYDROXYCITRONELLAL, LIMONENE, LINALOOL.
პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.
Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!