მთავარიშოპისუნამო

CE SOIR OU JAMAIS

CE SOIR OU JAMAIS

EAU DE PARFUM

სუნამო

Ce Soir ou Jamais იმ ობსესიური გრძნობების შესახებ გვიამბობს, ვერასოდეს რომ ვივიწყებთ და მთელი ცხოვრება, ჩვენი მოგონებების თანმხლებია.

მოცულობა:

Not Chosen

587.00 ₾
აღწერა

არომატით აღბეჭდილი სრულყოფილი ვარდი: Ce Soir ou Jamais იმ ობსესიური გრძნობების შესახებ გვიამბობს, ვერასოდეს რომ ვივიწყებთ და მთელი ცხოვრება, ჩვენი მოგონებების თანმხლებია.

ანიკ გიუტალმა, ვარდის სურნელის მსხლის შტრიხებით გარდაქმნა მოისურვა. მას, ამ პარფიუმერული შედევრის — მაცდური, ველური და დაუძლევლად მიმზიდველი ვარდის — Ce Soir ou Jamais-ს შესაქმნელად, 15-წლიანი მუშაობა და 160-ზე მეტი ინგრედიენტი დასჭირდა.

გამხსნელი ნოტი: მსხალი

გულის ნოტი: თურქული ვარდი

საბაზისო ნოტი: ამბრეტის ზეთი 

ALCOHOL DENAT., PARFUM / FRAGRANCE, AQUA /WATER /EAU, Geraniol, Citronellol, Hexyl Cinnamal, Benzyl Benzoate, Cinnamyl Alcohol, Eugenol, Hydroxycitronellal, Linalool, Benzyl Cinnamate, Citral, Farnesol, Cinnamal

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).