მთავარიშოპი

CASTLEY

CASTLEY

Eau de Parfum

მამაცობისა და თავდაჯერების უნიკალური ისტორიის ამსახველი, ენერგიული Castly, მკვეთრ, აღმავალ ნაკვალევს ტოვებს…

მოცულობა:

Not Chosen

842.00 ₾
აღწერა

თავისუფალი, მამაცი სულისკვეთებით აღსავსე მამაკაცებისადმი მიძღვნილი ოდა — Parfums de Marly-ს ახალი არომატი, რაფინირებული ელეგანტურობით დაჯილდოებული თანამედროვე მაძიებლის მომხიბლავობას აღბეჭდავს.

ენერგიული ციტრუსების გამხსნელი ნოტების, ნეპალის წიწაკის პიკანტური გულისა და იდუმალი ამბრის ბაზის კომბინაციით შექმნილი Castly, მათთვისაა, ვინც საკუთარ ბედისწერას თავად განაგებენ.

პარფიუმერი ჟულიენ სპრეშერი: „მდიდრულ სპეციებთან შეპირისპირებული ნათელი ციტრუსებისა და მერქნოვან-ქარვისებრი აკორდების არისტოკრატულობის დამსახურებით, Parfums de Marly-ს ახალი კომპოზიცია, მოძრაობის და ბალანსის განმაცვიფრებელ შთაბეჭდილებებს ახდენს.“

სკრუპულოზურად შერჩეული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების შემცველი არომატი, მანათობელი სიგრილისა და პიკანტური ენერგიის იდეალური ჰარმონიით, მუდმივად მოძრაობაში მყოფ ენერგიულ მამაკაცს განასახიერებს: კომპოზიციაში, გრილი ციტრუსები და მინერალური ნოტები უპირისპირდება მდიდრულ, პიკანტურ ტიმუტის წიწაკას, ქარვისებრ ლაბდანუმს (ციტრუსების ექსტრაქტი) და არისტოკრატულ აკიგალავუდს (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული, პაჩულის ნოტი წიწაკის და აგარის ხის ელფერით, შიპრისებრი სურნელის კლასიდან), რაც, თავის მხრივ, სურნელის ინტენსიურ მხარეს ამჟღავნებს.

მამაცობისა და თავდაჯერების უნიკალური ისტორიის ამსახველი, ენერგიული Castly, მკვეთრ, აღმავალ ნაკვალევს ტოვებს…

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: მთელი დღის განმავლობაში, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე

გამხსნელი ნოტებიბერგამოტი, ახლადმოკრეფილი ჯანჯაფილი, შავი პილპილი

გულის ნოტებილიმონის ხის ეთერზეთი, ნეპალის ტიმუტის წიწაკა, ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი) აკორდი

საბაზისო ნოტებიაკიგალავუდი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ბენზოინის აკორდი


ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), LIMONENE, LINALOOL, ALPHA-ISOMETHYL IONONE, GERANIOL, COUMARIN, HYDROXYCITRONELLAL, CITRAL, CITRONELLOL, EUGENOL, CINNAMAL, ISOEUGENOL

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.