CASSILI
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს კლასიკური და გურმანული პრინციპების შერწყმით შექმნილი — Cassili ცქრიალა არომატია მიმოზასა და ქლიავის აკორდებით.
Not Chosen
Parfums de Marly-ს მხიარული, მბრწყინავი და სპონტანური — Cassili, ვანილის და მერქნის სურნელით დანამული ხილის ხავერდოვანი ნოტების და პასტელური ყვავილების შერწყმით შექმნილი მაცდური, გემრიელი არომატია. მისი ჭეშმარიტად ორიგინალური სურნელი გასხივოსნებული სილაჟით, მანიფესტაციის ერთგვარი იარაღია ახალი თაობის ესთეტებისთვის.
სურნელოვანი კომპოზიციის ღერძი ცნობილი პარფიუმერული ინგრედიენტი — ქლიავის ნოტია. Cassili ანტი-კონფორმისტული, გულუხვი და მხიარული სუნამოა, ამავდროულად დახვეწილი, ელეგანტური და კლასიკური ასპექტებით.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულის და ზაფხულის დღეები
გამხსნელი ნოტები: წითელი მოცხარი, ბულგარული ვარდი, გამჭვირვალე თეთრი ყვავილები
გულის ნოტები: ქლიავის აკორდი, მიმოზას აბსოლუტი (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), პლუმერია, პეტალია (გამაგრილებელი, ყვავილოვანი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი პიონის, ხეობის შროშანის და ვარდის სურნელით, ხილის ნახევარტონებთან ერთად)
საბაზისო ნოტები: სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ტონკას მარცვლები, ვანილის წიპწები
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Linalool, Hydroxycitronellal, Alpha-isomethyl Ionone, Citronellol, Benzyl Benzoate, Limonene, Coumarin, Geraniol, Cinnamal, Citral, Benzyl Cinnamate
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.