მთავარიშოპისუნამო

Cashmeran Vanilla

Cashmeran Vanilla
Cashmeran Vanilla

Eau de Parfum

სუნამო

დახვეწილი და ნაზი პიროვნებები თავმდაბლურ ფუფუნებას აფასებენ. მათ, ხშირად, თბილ, სასიამოვნო ადამიანებად აღიქვამენ, თუმცა, ამავდროულად, იდუმალი და ნათელი ხასიათით გამოარჩევენ…

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს არომატი Cashmeran Vanilla ბერგამოტის და ღამის ყვავიობის ჟასმინის ნათელი ნოტებით იშლება.

სურნელის თბილ, ყოვლისმომცველ გულში, ზამბახის, თეთრი ქარვის და ძვირფასი ვანილის ნოტები, მგრძნობიარე, დამამშვიდებელ ბაზაზე იყრიან თავს — პაჩულის აკორდის ღრმა სურნელის, მარილიანი კარამელის, მუშკისა  ნაზავში.

top; Bergamot, Jasmine, heart; Vanilla Absolute, Iris, White Amber , base; Patchouli, Cashmeran, Musk, Salted Caramel

ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL SALICYLATE, BENZYL ALCOHOL, LIMONENE, LINALOOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!