CARLISLE
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს Carlisle ნათელი, მეფური არომატია. მისი სურნელოვანი კვალი სანდალის ხეს მიაგებს ოდას.
Not Chosen
სინათლის განსხეულება — Parfums de Marly-ს არომატი Carlisle კანს გამაგრილებელი ტალღებით ეფერება.
მზიანი და მანათობელი, მგრძნობიარე სურნელოვანი კომპოზიცია, სანდალის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) თბილი ნოტების ღერძზეა აგებული, დამამშვიდებელი და ამავდროულად მდიდრული ვანილის გაელვებასთან ერთად.
ხრაშუნა მწვანე ვაშლის, თბილი მუსკატის კაკლის და ოქროსფერი ზაფრანის წმინდა, მაცდური გამხსნელი ნოტები, არომატის ელეგანტური გულისკენ მიგვიძღვიან და ვარდის, ტონკას მარცვლების, ოსმანტუსის და დავანას (არტემიზია პალენსი) ნაზავს ამჟღავნებენ.
სურნელოვან ნარატივს აგვირგვინებს ბაზა, რომელიც გვთავაზობს ვანილის, პაჩულის და პროფესიონალი პარფიუმერებისა და ნიშური სუნამოების მოყვარულთა ფავორიტი აკორდის — ოპოპონაქსის რეზინოიდის (ოპოპონაქსი: აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით; რეზინოიდი: თერმომდგრადი სინთეზური ფისი) სინთეზს!
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში, განსაკუთრებულ საღამოებზე
გამხსნელი ნოტები: მწვანე ვაშლი, მუსკატის კაკალი, ზაფრანა
გულის ნოტები: ტონკას მარცვლები, ვარდი, ოსმანტუსი, დავანა (არტემიზია პალენსი)
საბაზისო ნოტები: ვანილი, პაჩული, ოპოპონაქსის რეზინოიდი (ოპოპონაქსი: აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით; რეზინოიდი: თერმომდგრადი სინთეზური ფისი)
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Benzyl Salicylate, Coumarin, Limonene, Isoeugenol, Cinnamal, Eugenol, Linalool, Citral
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.