CARISSA FLOWER
Parfum
სუნამო
Amouroud-ის მანათობელი და მეოცნებე არომატი Carissa Flower, კრემოვან-ყვავილოვანი და მინერალური ნოტებით — ოსმანტუსის, ზღვის მარილის და ტუბეროზის ნაზავით იშლება.
Not Chosen
Amouroud-ის მანათობელი და მეოცნებე არომატი Carissa Flower, კრემოვან-ყვავილოვანი და მინერალური ნოტებით — ოსმანტუსის, ზღვის მარილის და ტუბეროზის ნაზავით იშლება.
კომპოზიციის მშვენიერებას აღრმავებს და გაფურჩქნილი შავი შროშანითა და ილანგ ილანგით მოფენილ აყვავებულ ბაღში გამოგზაურებთ კარისა (ნატალის ქლიავი).
არომატის ბაზაზე, ხრამუნა იაპონურ კედარს, თავს დასტრიალებენ ხავედროვანი ამბრის და მუშკის ნოტები.
Carissa Flower, რბილი, მშვენიერი ყვავილოვანი სურნელია, რომელიც დღის განმავლობაში, შემოღამებასთან ერთად ვითარდება.
გამხსნელი ნოტები: ჰიმალაური ზღვის მარილი, ტუბეროზა, მანდარინი, ოსმანტუსი
გულის ნოტები: შავი შროშანი, კარისას (ნატალის ქლიავის) ყვავილი, ილანგ ილანგი
საბაზისო ნოტები: იაპონური კედარი, ამბრი, მუშკი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.