CARIOS
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Carios, მანათობელი ელეგანტურობის განსხეულებაა:
Not Chosen
Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Carios, მანათობელი ელეგანტურობის განსხეულებაა: სურნელის კაშკაშა ნაკვალევში, გამორჩეულ ხასიათს ამჟღავნებს ერთმანეთში გადახლართული მწიფე წითელი მანდარინი, ენერგიული წითელი ქონდარი და მოხალული ტონკას მარცვლები. შეიგრძენით Carios-ის მეფური აურა!
ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი: „Carios, უკიდურესად ძლევამოსილ ნაკვალევს ტოვებს, ყოველგვარ წესს არღვევს და გარშემომყოფებს, მყისიერად ნუსხავს. კომპოზიციაში, წითელი მანდარინის და ქონდრის სიგრილეს, ტონკას მარცვლების სითბო უპირისპირდება“.
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, ვარდისფერი პილპილი, წითელი მანდარინი, ზაფრანა
გულის ნოტები:
გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), წითელი ქონდარი, შავი პილპილი
საბაზისო ნოტები:
კედარის ხე, ამბროქსი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ვეტივერი, მოხალული ტონკას მარცვლები
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water/eau), Limonene, Ethylhexyl Methoxycinnamate, Linalool, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Citronellol, Eugenol, Citral, Geraniol, Ci 14700 (Red 4), Ci 17200 (Red 33), Ci 42090 (Blue 1)
All our perfumes are made in France
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.
.jpg)