CAPRICES DE SOPHIE
Eau de Parfum
სუნამო
Chabaud-ს Caprices De Sophie მომხიბლავობის, ეიფორიისა და ფანტაზიის სურნელოვანი გამოხატულებაა — ცქრიალა არომატი, რომელიც ცოტაოდენი სიცელქის, სიტკბოს, სინაზის და მგრძნობიარობის ასპექტებს აერთიანებს.
Not Chosen
Chabaud-ს Caprices De Sophie მომხიბლავობის, ეიფორიისა და ფანტაზიის სურნელოვანი გამოხატულებაა — ცქრიალა არომატი, რომელიც ცოტაოდენი სიცელქის, სიტკბოს, სინაზის და მგრძნობიარობის ასპექტებს აერთიანებს.
შთაგონება
Caprices De Sophie-ს არომატი ფაქიზი, ხილისებრი ნოტებითაა შეზავებული — წითელი ვაშლის აქცენტებს წინ უძღვის ლიმონის და მანდარინის პიკანტური ნოტები.
სუნამოს გამჭვირვალე გულის ყვავილოვან თაიგულში, მთავარ როლს, ჟასმინის წყალი ასრულებს, ფრეზია კი — სიგრილეს ანიჭებს და კამკამა, მანათობელ აკორდს წარმოქმნის, რომელსაც, თავის მხრივ, ხავერდოვან შტრიხს მატებს პატარა ჟოლო.
Caprices De Sophie-ს მსუბუქი, აღმოსავლური აქცენტებით სრულქმნილი და მერქნისებრი ნოტებით გაძლიერებული მდიდრული, მგრძნობიარე ბაზა, სურნელოვან კომპოზიციას სიგლუვესა და სიღრმეს უნარჩუნებს.
ზედა ნოტები: მანდარინი, ჟასმინი, ვაშლი
გულის ნოტები: ჟასმინი, ჟოლო, ფრეზია
ძირითადი ნოტები: სანდალოზის ხე, მუშკი, ვანილი.
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.