CAPRICE DE JULIE
Eau de Parfum
სუნამო
Chabaud-ს არომატი Caprice De Julie წარმოსახვით პიროვნებას — ვინმე ჯულის განასახიერებს, ბუნების წიაღში სიგრილით რომ ტკბება, ტყეში მოცვს კრეფს და ყოველ ჯერზე, ხელახლა აღმოაჩენს ალპებს, ედელვაისებთან ერთად. გარეთ გატარებული სასიამოვნო დღის დასრულებისას კი — ს
Not Chosen
Chabaud-ს არომატი Caprice De Julie წარმოსახვით პიროვნებას — ვინმე ჯულის განასახიერებს, ბუნების წიაღში სიგრილით რომ ტკბება, ტყეში მოცვს კრეფს და ყოველ ჯერზე, ხელახლა აღმოაჩენს ალპებს, ედელვაისებთან ერთად. გარეთ გატარებული სასიამოვნო დღის დასრულებისას კი — საზამთროს მიირთმევს.
ხასიათით და მგრძნობიარობით აღსავსე Caprice De Julie ენერგიული, ხალისიანი და ხილისებრი სურნელია, რომელიც ბუნების მხიარულებაში ჩაძირვის მსგავს შეგრძნებებს აღძრავს, ტყეებში მონაკრეფი ველური ხილის დამამშვიდებელი, გამაგრილებელი თვისებებისადმი მიძღვნილ ჰიმნს და სულიერ მოგზაურობას წარმოადგენს და ჩვენი პლანეტის, მისი მუდამ საოცრად მდიდრული ხილის მაგიასთან გვაკავშირებს.
შთაგონება
Caprice De Julie-ის არომატი კენკრის ცქრიალა, ხილისებრი ნოტებით იშლება. სუნამოს გული, ედელვაისის აკორდებით, ყვავილოვანია. მაყვლის და საზამთროს გაელვება კომპოზიციას ტკბილ, გამაგრილებელ ელფერს ანიჭებს, მუშკის მგრძნობიარე ფონს კი — სანდალის ხის ნოტები აძლიერებს.
ზედა ნოტი: მოცვი, ხილის წვენი, ოზონი
შუა ნოტი: მაყვალი, საზამთრო, ედელვაისი
საბაზისო ნოტები: მუშკი, სანდალის ხე
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.