CAPRICE DE JEANNE
Eau de Parfum
სუნამო
Chabaud-ს სუნამო Caprice De Jeanne, უშიშარი სურნელოვანი პერსონაჟის — ჟანას ისტორიას გვიყვება, ამბებს მისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობებისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გატარებული მზით გაჟღენთილი საზაფხულო სეზონების შესახებ.
Not Chosen
Chabaud-ს სუნამო Caprice De Jeanne, უშიშარი სურნელოვანი პერსონაჟის — ჟანას ისტორიას გვიყვება, ამბებს მისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობებისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გატარებული მზით გაჟღენთილი საზაფხულო სეზონების შესახებ.
მერქნისებრ-ხილისებრი არომატი, მდიდრული აღმოსავლური ტრადიციებისა და სამხრეთ საფრანგეთის ზაფხულის — ალუბლის კრეფის მომენტებისას განცდილი სიტკბოს ჯადოსნური ნაზავია. ჟანას იდუმალი პიროვნებით შთაგონებული მრავალმხრივი კომპოზიცია, რომელიც სუნამოს პერსონაჟის მოუხელთებელ მომხიბლავობას გადმოსცემს.
შთაგონება
Caprice De Jeanne-ის სურნელი ხილისებრი პრელუდიით იშლება: შავი მოცხარის, მანდარინის, მსხლის და ლიჩის კომბინაცია მაცდურობის და ელეგანტურობის განცდებს აღძრავს.
დამამშვიდებელ, გურმანულ თაიგულს წარმოქმნის ვარდის, ქაშმირის ხის, ალუბლის და ჟოლოს რბილობის გულის ნოტები და სუნამოს პერსონაჟის — ჟანას ბავშვობის ტკბილ მოგონებებს აცოცხლებს.
უდის ხის მაგიას ავლენს და უნიკალური სურნელოვანი ანაბეჭდით გრძნობებს ატყვევებს თბილი, ემოციური ბაზა. სუნამოს თითოეული ნოტი გასაოცარი კომპლექსურობის, მანათობელ, ხორციელ ციტატად პროგრესირდება.
ზედა ნოტი: შავი მოცხარი, მანდარინი, მსხალი, ლიჩი, ვარდისფერი წიწაკა
შუა ნოტი: ვარდი, კაშმირის ხე, ალუბალი, ჟოლოს რბილობი, პაჩულის ყვავილები
ძირითადი ნოტი: მუშკი, მშრალი ქარვა, უდი, კედრის ხე
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.