მთავარიშოპისუნამო

CAN'T GET ENOUGH

CAN'T GET ENOUGH

Eau de Parfum

სუნამო

ეს მომნუსხველი, დამატყვევებელი და დაუძლეველი სუნამო, ჭეშმარიტად ამართლებს დასახელებას!

მოცულობა:

Not Chosen

1,090.00 ₾
აღწერა

დააგემოვნეთ INITIO Parfums Privés-ს ტკბილი, დეკადენტური და მათრობელა, ხორციელი ცდუნების სურნელი, რომელიც გებღაუჭება, არც გცდილდება და არც არსად გიშვებს: მწველი ცხელება, ხმამაღლა მფეთქავი პულსი და სიამოვნების ციკლი; თუ Can’t Get Enough-ს ერთხელ მაინც გასინჯავ, ყოველთვის, მეტი და მეტი გსურს!

განიცადეთ დაუცხრომელი ობსესია: ვნების დაუსრულებელი მოზღვავება, რომლითაც ჭეშმარიტ სიცოცხლეს შეიგრძნობ! გაინტერესებთ, რა არის ამ ლტოლვის არსი? — ხორციელი, მაცდური არომატი!

ვარდისფერი წიწაკით შეზავებული ვარდი. აკვიატება ინსტინქტურ, მომაჯადოებელ გურმანულ ნოტებზეა მიმობნეული: ურცხვი კარამელი, ვნების აღმძვრელი ვანილი და კომპოზიციის გულში ჩარგული ჰედიონი — სპექტრული მოლეკულა, რომელიც არომატის ყოველ ნოტს, დაუსაბუთებელი მიმზიდველობის საბურველით მოსავს.

კომპოზიცია ციტრუსების და ალდეჰიდების (ალდეჰიდი: მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ) ნათელი ნაზავით იშლება და ყინულოვანი აკორდით შემკული, კონიაკით მთვრალი გულისკენ მიედინება.

გამხსნელი და გულის ნოტები დარიჩინის, ამბრის, ტონკას მარცვლების და მუხის ბაზაზე იდებენ ბინას.

სურნელის განვითარების ციკლში, გრილი, ცქრიალა არომატი, ქარვისებრ-მერქნოვან სითბოდ გარდაიქმნება.

Can’t Get Enough, მართლაც, ობსესიური არომატია, რომელიც, ყოველ ჯერზე, დაუსრულებლად გაიძულებს, მიუბრუნდე; ჰიპნოზური მარყუჟი, დაუოკებელი სურვილი და შთანმთქმელი ვნება… მისი სურნელის შეგრძნება უმიზეზოდ გწყურია, თავშეკავებისა და ზომიერების ყოველგვარ ფორმას უარყოფ.

ეს მომნუსხველი, დამატყვევებელი და დაუძლეველი სუნამო, ჭეშმარიტად ამართლებს დასახელებას!

გამხსნელი ნოტებივარდი, ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტიჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული ჟასმინის და ლიმონის აკორდებით)

საბაზისო ნოტებიკარამელი, ვანილი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), LIMONENE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, COUMARIN, LINALOOL, CITRONELLOL, GERANIOL, CITRAL

ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.