N:4 CANDY
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს გემრიელი, ხილისებრი, მხიარული არომატი — Candy მრავალმხრივობის პედესტალზე მდგარი ხალისიანი პერსონაჟის განსხეულებაა.
Not Chosen
Thomas Kosmala-ს გემრიელი, ხილისებრი, მხიარული არომატი — Candy მრავალმხრივობის პედესტალზე მდგარი ხალისიანი პერსონაჟის განსხეულებაა.
სუნამო შთაგონებულია ბრენდის კოლექციის — Après l’Amour-ის ტკბილი, შაქრისებრი ასპექტით: მასში შემავალი არომატები Thomas Kosmala-ს საავტორო ფორმულა No.4-ის ბაზაზეა შექმნილი.
Candy-ს სურნელი წითელი ხილის და ალუბლის ნოტების ხტუნვით იშლება, გულის ნოტებს კი სინათლეს მატებს ტიარის (იგივე ტაიტური გარდენია) და ჟოლოს ყვავილები. საბაზისო ნოტებში კარამელის ტკბილი სიროფი, ბამბის ნაყინის კანფეტისებრი სურნელი და ვანილის ნოტები იკვეთება.
Thomas Kosmala-ს საავტორო ფორმულა No.4-ის დამსახურებით, Candy-ს ხანგრძლივი მოქმედების ძალა და პროექცია ახასიათებს, ცხოვრების მხიარულ მხარეს გითრევთ და არავისთვის გტოვებთ შეუმჩნეველს!
გამხსნელი ნოტები: წითელი ხილი, ალუბალი
გულის ნოტები: ჟოლოს ყვავილი, ტიარის ყვავილი (ტაიტური გარდენია)
საბაზისო ნოტები: ვანილი, ბამბის ნაყინი, კარამელი
გამხსნელი ნოტები: წითელი ხილი, ალუბალი
გულის ნოტები: ჟოლოს ყვავილი, ტიარის ყვავილი
საბაზისო ნოტები: ვანილი, ბამბის ნაყინი, კარამელი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.