მთავარიშოპისუნამო

BUT NOT TODAY

BUT NOT TODAY

Parfum

სუნამო

FILIPPO SORCINELLI-ს არომატის — BUT NOT TODAY-ს გამხსნელი ნოტები, ერთი შეხედვით, აგრესიული სურნელის შთაბეჭდილებას ტოვებს; თუმცა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროგრესირებს და განსაკუთრებული, ავთენტური სიყვარულის ზეიმს განასახიერებს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

FILIPPO SORCINELLI-ს არომატის — BUT NOT TODAY-ს გამხსნელი ნოტები, ერთი შეხედვით, აგრესიული სურნელის შთაბეჭდილებას ტოვებს; თუმცა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროგრესირებს და განსაკუთრებული, ავთენტური სიყვარულის ზეიმს განასახიერებს.

გაიხსენეთ რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ, ფლორენციაში გადაღებული კინოსურათი HANNIBAL-ი, სადაც ენტონი ჰოპკინსის პერსონაჟი — ჰანიბალ ლექტერი კლარისს მიმართავს: „მიპასუხე, კლარის; მეტყოდი ოდესმე: თუ გიყვარვარ, შეჩერდიო?“

არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ბერგამოტი, არტემიზია, ლავანდა, ლიმონი.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: სტირაქსი, კროტონი, როზმარინი, კალამუსი.

შლეიფი: ანჟელიკა, სანდალის ხე, მუხის ხავსი, გალბანუმი, ქარვა, მუშკი.

SUBJECT: Incense, Benzoin, Tonka Bean, Tobacco, Amber, Sandalwood

COUNTER SUBJECT: Cedarwood, Geranium, Clary sage, Cinnamon leaves, Styrax, Ylang ylang

TAIL: Petitgrain, Bergamot, Galbanum, Myrrh

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.