BRUN
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Brun, უნიკალური ხასიათით გამორჩეული პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქედმაღლური, იმპულსური არომატია, მათთვის, ვინც კარგად იცის საკუთარი მდიდარი შინაგანი სამყაროს ფასი და არასოდეს ეშინია, რომ გააკრიტიკებენ.
Not Chosen
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილების — Brun-ის შთაგონება ლეგენდარული არქიტექტორი ფილიპო ბრუნელესკია — რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და რენესანსული არქიტექტურის პიონერი. მან დააპროექტა ფლორენციის საკათედრო ტაძრის უდიდესი გუმბათი და ასევე, ნებისმიერი არქიტექტურული გეგმისთვის უმნიშვნელოვანესი, პერსპექტიული ხაზვის გეომეტრიული წესები აღმოაჩინა.
„რენესანსის მამის“ სახელით ცნობილ ხელოვანს, უდიდეს ნიჭთან ერთად, გამორჩეულად უკმეხი და დამცინავი ხასიათი ჰქონდა, რის გამოც, კოლეგებთან დაძაბული კონფლიქტებისა და მათ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების შესახებ, რამდენიმე ანეკდოტის მთავარ გმირადაც შემორჩა: ასეთივე სურნელოვანი მახასიათებლები აქვს V Canto-ს ფილიპო ბრუნელესკის პიროვნების განმასახიერებელ არომატსაც.
ბრუნელესკის შესახებ ყველაზე სასაცილო ისტორია, იმდროინდელ ჩანაწერებში აღრიცხული კვერცხია: კათედრალის გუმბათის პროექტზე სრული უფლების მოსაპოვებლად, ოსტატმა კონკურენტი არქიტექტორები აიძულა, კვერცხი მარმარილოს მაგიდის ზედაპირზე დაებალანსებინათ. მათ შორის, ამ რთული დავალების შესრულება ვერავინ შეძლო, ბრუნელესკიმ კი — უკიდურესად ეშმაკურ ხერხს მიმართა: ნაჭუჭს ქვედა ნაწილი მოამტვრია და სრიალა ზედაპირზე სტატიკურად დააფიქსირა. მოცემული ინციდენტი სხვა პრედენდენტებმა გააპროტესტეს, „კვერცხის დამტვრევა ხომ ჩვენც შეგვეძლოო?“. ბრუნელესკიმ კი უპასუხა: „მაკეტი და დიზაინი ნანახი რომც გქონოდათ, გუმბათის კონსტრუირებას მაინც ვერ შეძლებდითო“.
ბრუნელესკი ლეგენდად იქცა საკუთარი გენიითა და კოლეგების მიმართ იდიოსინკრაზიით და მას, დღემდე, ყველა აღმერთებს. სწორედ მის ძლიერ, იმპულსურ ხასიათს გადმოსცემს V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება — Brun, როგორც გენიალურობისა და უპატივცემულობის ერთგვარი ნაზავი:
არომატის სურნელი, ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და წითელი სალბის (იგივე კლარი სალბი) ნოტებით აქცენტირებული ფეთქებადი, თავხედური თაიგულით იშლება, რომელსაც მუშკის ყრუ მდუმარება და ჰელიოტროპის მაჰიპნოზირებელი გამონაბოლქვი იხუტებს.
ინტენსიური გამხსნელი ნოტები, თანასწორად ძლიერ გულში განისვენებენ, სადაც, კიდევ ერთხელ იჩენს თავს ამბრის აფროდიზიაკური ხასიათი, ამჯერად — თავხედური, ჰიპნოზური ყვავილების გარემოცვაში. შემდეგ ეტაპზე, ტაილანდური ილანგ ილანგის, იტალიური მაგნოლიის, ინდური სამბაკის ჟასმინის ნოტები აღმოცენდებიან, რათა მგრძნობიარე, დაუძლეველი ცდუნებით დაგვასაჩუქრონ.
ამ შთამბეჭდავი სურნელოვანი ქმნილების საფუძველს, კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ძალაზე დამყარებული მტკიცე, ურყევი ბაზა წარმოადგენს:
უდის ნოტებს უპირისპირდება ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და სინგაპურული პაჩულის სიტკბო, რომელთაც მადაგასკარის ვანილის ყვავილები არბილებს, მუშკის ენერგია კი — გამოკვეთს.
V Canto-ს Brun, უნიკალური ხასიათით გამორჩეული პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქედმაღლური, იმპულსური არომატია, მათთვის, ვინც კარგად იცის საკუთარი მდიდარი შინაგანი სამყაროს ფასი და არასოდეს ეშინია, რომ გააკრიტიკებენ.
ზედა ნოტები: მუშკი, ჰელიოტროპი, ქარვა და სალბი
შუა ნოტები: ქარვა, ტაილანდური ილანგ-ილანგი, იტალიური მაგნოლია და ინდური ჟასმინი სამბაკი
საბაზისო ნოტები: კამბოჯური უდი, ავსტრალიური სანდალოზის ხე, სინგაპურის პაჩული, მადაგასკარის ვანილის ყვავილი და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Amyl Cinnamal
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია