მთავარიშოპისუნამო

BRIONI

BRIONI
BRIONI

EAU DE PARFUM INTENSE

სუნამო

მგრძნობიარობის და მდიდრულობის ხაზგასასმელად შექმნილი არომატი; ენერგიული, გამყოლი სურნელი, რომელიც სინათლეში მოხვედრისას, სადღესასწაულო ფუფუნებით, რომის დეკადენტურ ხასიათს მოგვაგონებს.

მოცულობა:

Not Chosen

291.00 ₾
აღწერა

მგრძნობიარობის და მდიდრულობის ხაზგასასმელად შექმნილი არომატი; ენერგიული, გამყოლი სურნელი, რომელიც სინათლეში მოხვედრისას, სადღესასწაულო ფუფუნებით, რომის დეკადენტურ ხასიათს მოგვაგონებს.

ქარიზმატული? — რაღათქმაუნდა.

მაცდური? — დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი.

არომატის პროტოტიპი მამაკაცია, რომელიც, საკუთარ ემოციებს, თვალებით, დამოკიდებულებებით და ქმედებებით გამოხატავს. მისი მომხიბლავი, გულის გამათბობელი ღიმილი, თავს უნიკალურად გაგრძნობინებთ და დაგარწმუნებთ, რომ ამ სამყაროში თქვენი ესმით, გულთბილად გელიან.

მის საკაზმებს შორის ყველაზე მგრძნობიარე — მისი სუნამოა, მიუხედავად იმისა, რომ უხილავია. იმ სუნამოს არომატი საიდუმლოს ჰგავს, რომელიც, თითქოს, თავისკენ გექაჩებათ, რათა მთელი ღამის განმავლობაში, უკან სდიოთ, სანამ ცისკრის ნაზი, ოქროსფერი შუქი არ გამოანათებს…

მიუახლოვდით და შეისუნთქეთ Brioni-ს არომატი — Eau De Parfum Intense… ლეგენდარული მამაკაცები ხომ ყველას უყვარს…

TOP NOTES: BERGAMOT* - TANGERINE* - PINK PEPPERCORN
HEART NOTES: PATCHOULI* - SAFFRON – GREEN APPLE
BASE NOTES: VANILLA – AMBROXAN - OUD

Brioni მდიდრული, პრემიალური ბრენდია, რომელიც 1945 წელს, რომში დაარსდა და დღესდღეობით, მამაკაცის სამოსის განხრით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლად მიიჩნევა.

Brioni ავითარებს და იტალიაში აწარმოებს ყოველდღიური მოხმარების სარტორიულ (შეკვეთით დამზადებული) სამოსს, ტყავის ნივთებს, ფეხსაცმელებს და სათვალეებს. ბრენდის პირველი მაღაზია ქალაქ რომის გულში — ბარბერინის ქუჩის #79-ში გაიხსნა და მომხმარებლებს ექსკლუზიური მასალების სელექციით, უნაკლო სტანდარტით შესრულებული პერსონალიზებული სამოსი, ხელნაკეთი ფეხსაცმელები და აქსესუარები შესთავაზა.
სულ მალე, Brioni-ს აკავშირებენ მაღალ სოციალურ სტატუსთან — გამორჩეული ჯენტლმენის ცხოვრების სტილთან ასოცირდა: მისი მაღაზიის რიგებში საზოგადოების ყველაზე ცნობილ და გავლენიან წევრებს ნახავდით — ჰოლივუდის ვარსკვლავებით დაწყებული, სახელმწიფო მეთაურებით დასრულებული, სხვებთან ერთად ელოდნენ ბრენდის არტიზან თერძებს, მათ მიერ შექმნილი სამოსი რომ მოერგოთ.