მთავარიშოპისუნამო

BRIONI ESSENTIAL

BRIONI ESSENTIAL
BRIONI ESSENTIAL

EAU DE PARFUM

სუნამო

Brioni-ს არომატი Eau De Parfum Essential ლეგენდად დაბადებული მამაკაცისათვის შეიქმნა.

მოცულობა:

Not Chosen

291.00 ₾
აღწერა

Brioni-ს არომატი Eau De Parfum Essential ლეგენდად დაბადებული მამაკაცისათვის შეიქმნა: ამ სუნამოს მომხმარებელი ავთენტური პერსონაა, მისი დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ხიბლი ჭეშმარიტი გულღიაობიდან, სიმშვიდიდან და მოკავშირეობის თანდაყოლილი შეგრძნებებიდან მომდინარეობს. წარმოშობით რომიდანაა, თუმცა განუწყვეტლივ მოგზაურობს და მისი ნახვა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია შესაძლებელი.

ის კი, რასაც ამ მოგზაურობებისას ყველაზე მეტად აფასებს, შემხვედრი ადამიანების, ახლად აღმოჩენილი ადგილების და ბუნების, ახლად შეცნობილი სილამაზის არსია; კეთილდღეობას კი — თვითმყოფადობით შეიგრძნობს, შინაგანი და გარესამყაროს ბალანსით.

TOP NOTES: Bergamot, Tomato and Cardamom
HEART NOTES: Patchouli and Tonka Bean
BASE NOTES: Sandalwood, Ambergris and Frankincense

Brioni მდიდრული, პრემიალური ბრენდია, რომელიც 1945 წელს, რომში დაარსდა და დღესდღეობით, მამაკაცის სამოსის განხრით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლად მიიჩნევა.

Brioni ავითარებს და იტალიაში აწარმოებს ყოველდღიური მოხმარების სარტორიულ (შეკვეთით დამზადებული) სამოსს, ტყავის ნივთებს, ფეხსაცმელებს და სათვალეებს. ბრენდის პირველი მაღაზია ქალაქ რომის გულში — ბარბერინის ქუჩის #79-ში გაიხსნა და მომხმარებლებს ექსკლუზიური მასალების სელექციით, უნაკლო სტანდარტით შესრულებული პერსონალიზებული სამოსი, ხელნაკეთი ფეხსაცმელები და აქსესუარები შესთავაზა.
სულ მალე, Brioni-ს აკავშირებენ მაღალ სოციალურ სტატუსთან — გამორჩეული ჯენტლმენის ცხოვრების სტილთან ასოცირდა: მისი მაღაზიის რიგებში საზოგადოების ყველაზე ცნობილ და გავლენიან წევრებს ნახავდით — ჰოლივუდის ვარსკვლავებით დაწყებული, სახელმწიფო მეთაურებით დასრულებული, სხვებთან ერთად ელოდნენ ბრენდის არტიზან თერძებს, მათ მიერ შექმნილი სამოსი რომ მოერგოთ.