მთავარიშოპისუნამო

BRIONI ECLAT

BRIONI  ECLAT
BRIONI ECLAT

EAU DE PARFUM

სუნამო

Brioni-ს დამაინტრიგებელი, ნათელი და გამყოლი არომატი — Eau de Parfum Éclat, ყველგან თქვენს დაუვიწყარ სურნელოვან კვალს ტოვებს.

მოცულობა:

Not Chosen

236.00 ₾
აღწერა

ცხოვრებისადმი მშვიდი მიდგომით შთაგონებული, გასხივოსნების და გამაგრილებელი შეგრძნებებისთვის შექმნილი არომატი, რომელიც სიწმინდისა და ელექტრული მიზიდულობის დამაინტირგებელ კონტრასტს ასახავს.

Brioni-ს დამაინტრიგებელი, ნათელი და გამყოლი არომატი — Eau de Parfum Éclat, ყველგან თქვენს დაუვიწყარ სურნელოვან კვალს ტოვებს. მისი გამოყენება Brioni-ს პიჯაკის ტარებას ჰგავს: სუნამო, ბრენდის სამოსის მსგავსად, თქვენი პერსონის შემადგენელ ნაწილად იქცევა — ლეგენდარული ადამიანის მანათობელ აურად.

არომატის პროტოტიპი მამაკაცია, ვისთვისაც სუნამო დახვეწილი ხელწერაა — ემოციების და სიამოვნების ვიბრაციების გამაღვივებელი ერთგვარი „უხილავი აურა“. ის ინტუიციურად ცხოვრობს და სიხარულს განიცდის… ლეგენდები ხომ საკუთარ ინტუიციას ყოველთვის უსმენენ…

TOP NOTES: GRAPEFRUIT – PINK PEPPERCORN* – FRANKINCENSE
HEART NOTES: ROSE* – PATCHOULI
BASE NOTES: SANDALWOOD* – MUSK – AMBROXAN

Brioni მდიდრული, პრემიალური ბრენდია, რომელიც 1945 წელს, რომში დაარსდა და დღესდღეობით, მამაკაცის სამოსის განხრით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლად მიიჩნევა.

Brioni ავითარებს და იტალიაში აწარმოებს ყოველდღიური მოხმარების სარტორიულ (შეკვეთით დამზადებული) სამოსს, ტყავის ნივთებს, ფეხსაცმელებს და სათვალეებს. ბრენდის პირველი მაღაზია ქალაქ რომის გულში — ბარბერინის ქუჩის #79-ში გაიხსნა და მომხმარებლებს ექსკლუზიური მასალების სელექციით, უნაკლო სტანდარტით შესრულებული პერსონალიზებული სამოსი, ხელნაკეთი ფეხსაცმელები და აქსესუარები შესთავაზა.
სულ მალე, Brioni-ს აკავშირებენ მაღალ სოციალურ სტატუსთან — გამორჩეული ჯენტლმენის ცხოვრების სტილთან ასოცირდა: მისი მაღაზიის რიგებში საზოგადოების ყველაზე ცნობილ და გავლენიან წევრებს ნახავდით — ჰოლივუდის ვარსკვლავებით დაწყებული, სახელმწიფო მეთაურებით დასრულებული, სხვებთან ერთად ელოდნენ ბრენდის არტიზან თერძებს, მათ მიერ შექმნილი სამოსი რომ მოერგოთ.