BRIONI
EAU DE PARFUM
სუნამო
Brioni-ს საავტორო არომატი — Brioni Eau de Parfum, ამავე ბრენდის სამოსის და აქსესუარების მსგავსად, დახვეწილობის და ქარიზმის საუკეთესო ბალანსს გვთავაზობს
Not Chosen
რაფინირებულობის და ქარიზმის ხაზგასასმელად შექმნილი არომატი; სურნელი, რომელიც ასახავს უშურველი რომაული დახვეწილობის უმაღლეს ხელწერას, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ხიბლის თანხლებით.
Brioni-ს საავტორო არომატი — Brioni Eau de Parfum, ამავე ბრენდის სამოსის და აქსესუარების მსგავსად, დახვეწილობის და ქარიზმის საუკეთესო ბალანსს გვთავაზობს: მისი სურნელი არ ყვირის, არამედ — მიმპკურებელს მაცდური არსის, კომფორტული ალერსისა და მასკულინური ხიბლის საბურველში ახვევს.
Brioni Eau de Parfum-ს საუკეთესოდ ახასიათებს სიტყვა — „აურა“, რომელიც, ამ შემთხვევაში, სურნელის ალეგორიაა.
TOP NOTES: OZONIC ACCENT – PINK PEPPERCORN* - GREEN APPLE
HEART NOTES: VIOLET – AMBROXAN
BASE NOTES: CEDARWOOD* – TONKA BEAN – MUSK
Brioni მდიდრული, პრემიალური ბრენდია, რომელიც 1945 წელს, რომში დაარსდა და დღესდღეობით, მამაკაცის სამოსის განხრით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლად მიიჩნევა.
Brioni ავითარებს და იტალიაში აწარმოებს ყოველდღიური მოხმარების სარტორიულ (შეკვეთით დამზადებული) სამოსს, ტყავის ნივთებს, ფეხსაცმელებს და სათვალეებს. ბრენდის პირველი მაღაზია ქალაქ რომის გულში — ბარბერინის ქუჩის #79-ში გაიხსნა და მომხმარებლებს ექსკლუზიური მასალების სელექციით, უნაკლო სტანდარტით შესრულებული პერსონალიზებული სამოსი, ხელნაკეთი ფეხსაცმელები და აქსესუარები შესთავაზა.
სულ მალე, Brioni-ს აკავშირებენ მაღალ სოციალურ სტატუსთან — გამორჩეული ჯენტლმენის ცხოვრების სტილთან ასოცირდა: მისი მაღაზიის რიგებში საზოგადოების ყველაზე ცნობილ და გავლენიან წევრებს ნახავდით — ჰოლივუდის ვარსკვლავებით დაწყებული, სახელმწიფო მეთაურებით დასრულებული, სხვებთან ერთად ელოდნენ ბრენდის არტიზან თერძებს, მათ მიერ შექმნილი სამოსი რომ მოერგოთ.