მთავარიშოპისუნამო

BORN FROM FIRE

BORN FROM FIRE
BORN FROM FIRE

 Eau de Parfum Intense

სუნამო

მძაფრი, მხურვალე სიტკბო, ეგზოტიკური და მაცდური მაგმა, რომელიც ჯუნგლებით დაფარული არქიპელაგის ვულკანურ სულს აშიშვლებს, ცეცხლის და ლავის ამოფრქვევებისას რომ დაბადებულა…

მოცულობა:

Not Chosen

519.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: აღმოსავლური (ორიენტალი)/პიკანტური/ვანილისებრი

ძირითადი ნოტები: უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ზაფრანა, შავი პილპილი, ვანილის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), დამწვარი შაქარი, ვარდი, ქარვის ფხვნილი, ვეტივერი, ქაშმირი (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), ამირისი, სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

არომატის შთაგონება

მძაფრი, მხურვალე სიტკბო, ეგზოტიკური და მაცდური მაგმა, რომელიც ჯუნგლებით დაფარული არქიპელაგის ვულკანურ სულს აშიშვლებს, ცეცხლის და ლავის ამოფრქვევებისას რომ დაბადებულა…

სპეციებსა და მდიდრულ მერქნებზე აფეთქებული ცხელი, ტროპიკული ვანილი ტკბილ ჩრდილებშია გახვეული, მაუის ლეგენდარული შავქვიშიანი სანაპიროს — ჰონოლოკანის ასოციაციის გასაღვივებლად.

(ცეცხლის ნაყოფი) Born From Fire-ის დღიური

მაგმატური სული მაუის სიღრმეში იწვის და ვულკანების ამოფრქვევებისას თავისუფლდება, ბუნების დიდებულებას რომ მოგვაგონებს.

ცეცხლთან ერთად დაბადებული და წყნარი ოკეანის გულში ჩაბუდებული ჰავაის კუნძულები სილამაზის სკულპტურებია, მიწისქვეშეთში მობობოქრე დაუღალავ, ველურ სულს რომ გამოუძერწავს.

მაგმას ნახატი ზურმუხტისფერი პალმებით გარშემორტყმულ და საფირონისფერი ზღვით განბანილ შავი ქვიშის სივრცეს აღწერს.

ცეცხლის ალების ქალიშვილმა — მაუიმ, თავისი პირველყოფილი არსი ჰონოლოკანის შავი სანაპიროს სურათით გვიჩვენა.

SIMONE ANDREOLI-ს Born From Fire ეგზოტიკური, ტროპიკული, ტკბილი არომატია.

უდი, ზაფრანა, შავი პილპილი, ვანილის აბსოლუტი, დამწვარი შაქარი, ვარდი, ქარვის ფხვნილი, ვეტივერი, ქაშმირი, ამირისის სანდალოზის ხე.

Alcohol, Parfum (Citronellol, Linalool, Geraniol, Limonene, alpha-Isomethyl ionone, Coumarin, Benzyl salicylate, Citral, Hydroxycitronellal), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“