მთავარიშოპისუნამო

BOIA

BOIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Boia, ახალი სურნელოვანი ჰორიზონტების ძიებაში, გამოწვევას უგზავნის კონვენციებს და თითოეულ ჩვენგანში არსებული სინათლისა და კუნაპეტი სიბნელის საწყისების აღწერით, იდუმალებას, თვითაღმოჩენასა და სულის გაშიშვლებას განასხეულებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სუნამო Boia შთაგონებულია ანტიკური ხანის საბერძნეთში, რიტუალურ მსხვერპლშეწირვაზე პასუხისმგებელი პერსონაჟით — ბუტიპოსით, იგივე „ხარის მჟლეტველით“. გარკვეული ხნის შემდეგ, ბერძნული ტერმინი „ბოიეტაი“ ასოცირდა ძროხის ტყავისგან დამზადებულ საწამებელ მათრახებსა და ქამრებთან.

რომაულ ეპოქაში, ეს სიტყვა, თავდაპირველად, პატიმრების დასაბმელად განკუთვნილ საყელოს აღნიშნავდა, შემდეგ კი უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და უშუალოდ ჯალათს ეწოდა. გრადარას სასახლეში (შუა საუკუნეების პერიოდის ციხე-სიმაგრე მარშეს რეგიონში), „ბოია“, მეფის მიერ დანიშნულ სიკვდილმისჯილთა ჯალათს წარმოადგენდა.

V Canto-ს Boia ძალის და ძლიერი ნების არსის მომცველი ძვირფასი არომატია; ქმნილება, რომელიც ამ ბნელი, იდუმალი ისტორიული პერსონაჟის შთაგონებით, მისტერიის აურას გამოაღვიძებს: დღევანდელ საზოგადოებაში, ჯალათის როლი, ხშირად, ერთგვარი ამბივალენტობით ხასიათდება — სოციუმის გარკვეულ ნაწილში, ის, მართლმსაჯულების უპირობო აღმსრულებლად მიიჩნევა, სხვებისთვის კი — ორაზროვან, საშიშ ფიგურად.

Boia, ძლიერი, ამოუცნობი ნოტებით, საკუთარი პიროვნების ორივე მხარის აღმოსაჩენად და მისაღებად გვიწვევს — ყოველი ჩვენგანის ბუნების განსხვავებული, მათ შორის — ბნელი ასპექტების გასააზრებლად; ბალანსისა და სიმშვიდის ძიების გზით კი, ნათელ და ბნელ მხარეებს შორის ჰარმონიის დამყარებას უწყობს ხელს.

V Canto, ამ სურნელოვანი კომპოზიციით, კომპლექსურობას აღნიშნავს, კაცობრიობის სილამაზესა და არასრულყოფილებას. ტრადიციულად, კოლექცია „ციხე-სიმაგრის სულების“ (Anime del Castello-ს) სტილშია გადაწყვეტილი რუხი შეფერილობის ხავერდის შეფუთვა: მასში მოთავსებული სითხე კანს ელამუნება და სტრუქტურულად უპირისპირდება ჯალათის სადამსჯელო აქსესუარის — მათრახის ამსახველი თასმების მკაცრ იერსახეს. სუნამოს ფლაკონთან შეხებით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას ეზიარებით და იდეალურ კონტრასტს შეიგრძნობთ ნაზ ხავერდსა და რაინდების მუზარადებით შთაგონებულ, მეტალის უხეშ და მძიმე, ლაქირებულ თავსახურს შორის.

არომატის სურნელი გემრიელი ნოტებით იშლება: ბულგარული ვარდის ფურცლები რომანტიკულად და ვნებიანად ერწყმიან გრილ, შუშხუნა სორენტოს ლიმონს. კომპოზიციას ზაფრანის ფუფუნების და სიმდიდრის ამსახველი ოქროს ძაფები აფერადებს, მასთან კომბინირებული შრი-ლანკური დავანა (არტემიზია პალენსი) კი — ღრმა, დამაინტრიგებელ შტრიხს ანიჭებს.

გამხსნელ ნოტებს თავხედურად ეკვრის გარს არომატის მგრძნობიარე, ღრმა გული: პორტუგალიური სანტოლინის (მარადმწვანე მცენარე) სიგრილე და ხმელთაშუა ზღვის სურნელი, ინდური კუმარინის (კუმარინი: მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) პიკანტურ სიტკბოშია გადახლართული.

გულის ნოტებს დახვეწილ ყვავილოვან შტრიხს მატებს იტალიური ლავანდის სიგრილე და კონტრასტს წარმოქმნის ახალი გვინეის კვიპრიოლსა (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და სინგაპურულ პაჩულისთან მიმართებაში, რომლებიც ყნოსვით შეგრძნებებს სითბოთი და იდუმალებით მოიცავენ.

განვითარების ბოლო ეტაპზე, კომპოზიციას ამბრი (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) განავრცობს და გვთავაზობს კავშირებს წარსულსა და აწმყოს, განსხვავებულ კულტურებსა და ანტიკურ ტრადიციებს შორის.

არომატის ბაზა, სიძლიერისა და სინაზის თანადორული აჯანყებაა: ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) მერქნოვანი ნოტები მადაგასკარული ვანილის სიტკბოს ეხუტება, ამბრის გემრიელი არომატის, ინდური ამბრეტისა (ამბრეტი: გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით) და ბერძნული ოპოპონაქსის (ოპოპონაქსი: აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით) ერთობლიობა კი სურნელს სიღრმისეული იდუმალებს შტრიხს მატებს.

V Canto-ს Boia, ახალი სურნელოვანი ჰორიზონტების ძიებაში, გამოწვევას უგზავნის კონვენციებს და თითოეულ ჩვენგანში არსებული სინათლისა და კუნაპეტი სიბნელის საწყისების აღწერით, იდუმალებას, თვითაღმოჩენასა და სულის გაშიშვლებას განასხეულებს.

ზედა ნოტები: ბულგარული ვარდი, შრი-ლანკის დავანა, ირანული ზაფრანა, სორენტოს ლიმონი

შუა ნოტები: პორტუგალიური სანტოლინა, ინდური კუმარინი, იტალიური ლავანდა, ახალი გვინეის კვიპრიოლი, პაჩული სინგაპურიდან, ამბრა

საბაზისო ნოტები: ქარვა, ინდური ამბრეტი, ბერძნული ოპპონაქსი, ავსტრალიური სანდლის ხე, მადაგასკანური ვანილის ლობიო

Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Geraniol, Limonene, Citral, Eugenol, Hydroxycitronellal, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია