მთავარიშოპისუნამო

ORION

ORION

BODY LOTION

სუნამო

კეთილდღეობისკენ მოგზაურობის მორიგი გაჩერება — Tiziana Terenzi-ს მდიდრული, დახვეწილი ფორმულით შექმნილი ტანის კრემი — Orion („ორიონი“), ახალი სურნელით, მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილი შხაპის გელის მიერ მონიჭებულ ჯადოსნურ შეგრძნებებს სრულყოფს.

მოცულობა:

Not Chosen

315.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ პაოლო ტერენცის მოგონება: „მე და ტიციანა, ბავშვობაში, ზაფხულის მცხუნვარე, მზიან დღეებს პაპასთან ერთად, სოფელში ვატარებდით. ის ჩვენს წარმოსახვას ჯადოსნური ზღაპრებით კვებავდა და მსოფლიოს საოცრებების შესახებ გვასწავლიდა. ხშირად, მამა — ეველინოც გვახლდა ხოლმე, სრულად სურნელოვანი ხით აგებული იალქნიანი ნავით. როდესაც იმ ნავით ზღვის ტალღებს სხვადასხვა მიმართულებით ვჭრიდით და ჩვენი საყვარელი იტალიის უსასრულო სილამაზეს შევიმეცნებდით, თვალები ახალი აღმოჩენების სიხარულით გვიბრწყინავდა.

ჩვენი ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით, კონეროს მოჯადოებული მთაა, რომელიც თითქოს ზღვაში გადავარდნილა და სუნთქვის შემკვრელ სანახაობას წარმოქმნის. წყლის ბროლივით კამკამა ზედაპირი კლდეების და ტყეების გამოსახულებებს ირეკლავს, ორი მწვერვალით — ღმერთის მიერ ზღვაში ჩაგდებული ორი დის მიერ დაცულ იტალიის ერთ-ერთი ულამაზეს ყურეში. ნაოსნობას შუაღამისას, მსუბუქი ნიავის თანხლებით ვიწყებდით ხოლმე და მთელი მოგზაურობისას, ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მცენარეების მხიარული სურნელი მოგვდევდა.

მამა თამამად მიცურავდა ვარსკვლავების მეგზურობით, პაპა გულიელმო კი — ორიონის თანავარსკვლავედზე და მის მითიურ სარტყელზე მიუთითებდა. ხანდახან, ხმელეთზე ცეცხლს ან კოცონს ვხედავდით, რაც მეზღვაურებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ჩვენს გულებს ზაფხულის თბილი ქარების მონაბერი არომატების აფეთქება ეგებებოდა, რომელიც, ჩვენს მოგონებებში, დღემდე ჟღერს.

არომატი Orion („ორიონი“) ბავშვობის წლების შორეული ექოების კვალდაკვალ შეიქმნა. მისი სპეციებით გაჟღენთილი ინტენსიური სურნელი მძაფრი და ამავდროულად, დახვეწილია. ციტრუსოვანი თაიგული კომპოზიციას ცქრიალა ხასიათს ანიჭებს და ანანასის სიტკბოსა და ვაშლის ხავერდოვნებას უპირისპირდება; მოცემული ნოტების ურთიერთქმედება, ქონდრის და ორეგანოს შემადგენლობით, პიკანტურ ბალანსს წარმოქმნის.

Tiziana Terenzi-ს Orion-ის ტარებისას, მსუბუქი ნიავი დაგვტრიალებს და სიზმრისეული უსასრულო მოგზაურობისკენ თანმხლები რჩეული მერქნოვანი სურნელი გვახსენებს თავს.

კეთილდღეობისკენ მოგზაურობის მორიგი გაჩერება — Tiziana Terenzi-ს მდიდრული, დახვეწილი ფორმულით შექმნილი ტანის კრემი — Orion („ორიონი“), ახალი სურნელით, მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილი შხაპის გელის მიერ მონიჭებულ ჯადოსნურ შეგრძნებებს სრულყოფს.

პროდუქტის აბსოლუტურად უალკოჰოლო, უპარაბენო და უსაღებავო ბუნებრივი, მდიდრული ფორმულა გამდიდრებული და გაუმჯობესებულია კარიტეს შიის კარაქით, ნუშის რძით და E ვიტამინით; საოცრად სასიამოვნო და მარტივად შეწოვადი სტრუქტურით, კანს ნაზ, აბრეშუმისებრ ფაქტურას და ჰიდრატაციას ანიჭებს, მისი არომატი კი, კანში შეღწევისას, სხეულის ინდივიდუალური სურნელის თანახმად გარდაიქმნება.

ტანის კრემი, ესენციების მაქსიმალური კონცენტრაციით, იდეალურ ნაზავს გვთავაზობს, რომელიც შეუდარებელ სურნელოვან ენერგიას გამოსცემს და გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არასოდესაა. სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Orion, არა მხოლოდ ტანის ლოსიონი, არამედ — ტანის კრემში მოქცეული ნამდვილი პარფიუმია, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული შეგრძნებები მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Orion-ის რევოლუციური შხაპის გელით გაამდიდრებთ.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, წითელი მოცხარი, ვაშლი და ანანასი, გრილი ნიავის აკორდი

გულის ნოტები:

სპეციები, პაჩული, არყის ხე და ჟასმინი, ქონდარი

საბაზისო ნოტები:

საკმეველი, ამბრი, უდი, მუშკი, კედარი

Aqua, Caprylic/Capric Triglyceride, Dimethicone, Glycerin, Glyceryl Stearate Se, Hydrogenated Polyisobutene, Coco-Caprylate/Caprate, Cetyl Alcohol, Parfum, PEG-40 Stearate, Cera Alba, Behenyl Alcohol, Phenoxyethanol, Butyrospermum Parkii Butter, Carbomer, Ethylhexylglycerin, Prunus Amygdalus Dulcis Oil, Tocopheryl Acetate, Disodium EDTA, Sodium Hydroxide, Limonene, BHT, Polyacrylamide, Linalool, C13-14 Isoparaffin, Laureth-7, Hydroxycitronellal, Tocopherol, Helianthus Annuus Seed Oil

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.