მთავარიშოპისუნამო

ANDROMEDA

ANDROMEDA

BODY LOTION

სუნამო

უსასრულო სილამაზის საბურველში გახვეულ ანდრომედეს, პირველად, კაშკაშა, მომაჯადოებელი ვარსკვლავების ნაკვალევის დამსახურებით, სიბილინის მთებში ლაშქრობისას შევხვდით, ჩვენი მშვენიერი ქვეყნის (იტალია) ნაკლებად ცნობილ, თუმცა — მომხიბლავ მხარეში. იქ, ბუნებრივ, სპონ

მოცულობა:

Not Chosen

315.00 ₾
აღწერა

„უსასრულო სილამაზის საბურველში გახვეულ ანდრომედეს, პირველად, კაშკაშა, მომაჯადოებელი ვარსკვლავების ნაკვალევის დამსახურებით, სიბილინის მთებში ლაშქრობისას შევხვდით, ჩვენი მშვენიერი ქვეყნის (იტალია) ნაკლებად ცნობილ, თუმცა — მომხიბლავ მხარეში. იქ, ბუნებრივ, სპონტანურ მოვლენას ვეძებდით, რომელიც დედაბუნების ნამდვილ საოცრებად შეგვეძლო, მიგვეჩნია.

სიბილინის მდუმარე მთები, ყოველწლიურად, ყვავილობის თითქმის ზებუნებრივი რიტუალის მასპინძელია. კასტელუჩოს პლატო ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე გვიანი მაისის და ადრეული ივნისის პერიოდში ხდება: რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი მწვანე მდელოების ქრომატულ ერთფეროვნებას ფერთა მოზაიკა არღვევს, ყვითელი მიწისფერიდან — წითლამდე სპექტრით.

მიუხედავად იმისა, რომ ფიორიტას („აყვავებული“) ფესტივალი ივნისის მესამე და ბოლო კვირადღეს ტარდება, ამ მომაჯადოებელი სანახაობით დატკბობისთვის, განსაზღვრული თარიღი არ არსებობს; მისი ბედი, ყოველწლიურად, სეზონური ამინდის ხელთაა, თანაც, უნდა იცოდეთ, როგორ ეძებოთ ის — ჩვენი სურნელის პოვნა ყველას არ შეუძლია. ამ პერიოდში, პიან გრანდესა და პიან პერდუტოს (Pian Grande: „დიდი დაბლობი“. Pian Perduto: „დაკარგული დაბლობი“) ყვავილების უთვალავი ნაირსახეობა აფერადებს. ბილიკებზე სეირნობისას, ნაღველას, ნარცისებს, იებს, ყაყაჩოებს, ბაიებს, იასამნისფერ ევგენიებს, სამყურებს, შამროკებს (ირლანდიური სამყურა) და სხვა უამრავ ყვავილს შეხვდებით. პიან პერდუტოს ბილიკებზე, გარემომცველი აყვავებული ბუნებისადმი პატივსაცემი სიჩუმით, სურნელები და ფერები დაგათრობთ, რომლებიც არა მხოლოდ თქვენს თვალსაწიერს, არამედ — გულსა და სულს მოიცავს.

ზაფხულის ღამეებში, სპარტანულ ბანაკებში, ტკაცუნა კოცონის გარშემო, თქვენი მზერა ცეცხლის წითელი ალებისკენ გარბის და მასთან ერთად, სული მაღლა, მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში ფრენას იწყებს.“ ტიციანა და პაოლო ტერენცები.

ციტრუსოვანი, გრილი სურნელების თაიგული ცქრიალა არომატებს ასხივებს, რომელთაც ილანგ ილანდი და ჟასმინის წყალი უპირისპირდება და მთელი დღის განმავლობაში, თქვენს თანმხლებ და გარემომცველ დახვეწილ სიგრილეს წარმოქმნის.

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Andromeda თავშეკავებული, თუმცა, ამავდროულად, მტკიცე ხასიათის მქონე სურნელია, რომელიც მსხლის ნექტრისა და თეთრი ჰელიოტროპის მოგონებებით გიზგიზებს და გარს ეკვრის შაქრის ფხვნილის, კაკაოს და რძის სიტკბო. სუნამოს ძვირფასი ნექტრის ამპულა, სწორედ, ზემოთ აღწერილი ჯადოსნური მთების ძალას მოიცავს და არომატის ყოველი მიპკურებისას, მათ ზმანებებს აცოცხლებს.

კეთილდღეობისკენ მოგზაურობის მორიგი გაჩერება — Tiziana Terenzi-ს მდიდრული, დახვეწილი ფორმულით შექმნილი ტანის კრემი — Andromeda („ანდრომედე“), ახალი სურნელით, მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილი შხაპის გელის მიერ მონიჭებულ ჯადოსნურ შეგრძნებებს სრულყოფს.

პროდუქტის აბსოლუტურად უალკოჰოლო, უპარაბენო და უსაღებავო ბუნებრივი, მდიდრული ფორმულა გამდიდრებული და გაუმჯობესებულია კარიტეს შიის კარაქით, ნუშის რძით და E ვიტამინით; საოცრად სასიამოვნო და მარტივად შეწოვადი სტრუქტურით, კანს ნაზ, აბრეშუმისებრ ფაქტურას და ჰიდრატაციას ანიჭებს, მისი არომატი კი, კანში შეღწევისას, სხეულის ინდივიდუალური სურნელის თანახმად გარდაიქმნება.

ტანის კრემი, ესენციების მაქსიმალური კონცენტრაციით, იდეალურ ნაზავს გვთავაზობს, რომელიც შეუდარებელ სურნელოვან ენერგიას გამოსცემს და გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არასოდესაა. სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Andromeda, არა მხოლოდ ტანის ლოსიონი, არამედ — ტანის კრემში მოქცეული ნამდვილი პარფიუმია, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული შეგრძნებები მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Andromeda-ს რევოლუციური შხაპის გელით გაამდიდრებთ.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, შეკრეჭილი ბალახის ნოტი, ილანგ ილანგი, წყლის ჟასმინი

გულის ნოტები:

შროშანი, იის ფოთლები, დამასკოს ვარდი, მსხლის ნექტარი, თეთრი ჰელიოტროპი, ატამი

საბაზისო ნოტები:

ქოქოსის ფხვნილი, ამბრი , ვანილი, ქაშმირი, აბანოზი (იგივე ეკალმუხა, იგივე შავი ხე), ტონკას მარცვლები, შაქრის ფხვნილი

Aqua (Water), Caprylic/Capric Triglyceride, Dimethicone, Glycerin, Hydrogenated Polyisobutene, Coco-Caprylate/Caprate, Glyceryl Stearate, Cetyl Alcohol, Parfum (Fragrance), Cera Alba (Beeswax), Peg-40 Stearate, Behenyl Alcohol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Stearic Acid, Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Tocopheryl Acetate, Tocopherol, Carbomer, Polyacrylamide, C13-14 Isoparaffin, Laureth-7, Sodium Hydroxide, Bht, Disodium Edta, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Linalool, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Coumarin, Hydroxycitronellal, Citral, Eugenol, Cinnamal

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.