POMPEI GARDEN
BODY LOTION
სუნამო
Giardino Benessere-ს ფაქიზი სტრუქტურის მქონე ტანის ლოსიონი — Pompei Garden, ყვავილოვანი, მერქნისებრ-მუშკისებრი სურნელით, კანს სირბილესა და ტენიანობას ანიჭებს.
Not Chosen
Giardino Benessere-ს ფაქიზი სტრუქტურის მქონე ტანის ლოსიონი — Pompei Garden, ყვავილოვანი, მერქნისებრ-მუშკისებრი სურნელით, კანს სირბილესა და ტენიანობას ანიჭებს.
პროდუქტის მდიდრული, მკვებავი ფორმულა კანს დეჰიდრატაციისგან იცავს და მის გამკვრივებას უწყობს ხელს. ბუნებრივი, დამამშვიდებელი სურნელით და სპეციალური — უგლუტენო და უკონსერვანტო/უპარაბენო ფორმულა, მოვლის ყოველდღიურ რუტინას სილამაზის სასიამოვნო რიტუალად აქცევს.
…
Giardino Benessere-ს სუნამოს — Pompei Garden-ის („პომპეის ბაღი“) შთაგონება მომდინარეობს პომპეის მხარეში მდებარე იტალიური ბაღიდან — მდიდრული ყვავილებითა და ხილით აღძრული ხმელთაშუა ზღვისთვის სახასიათო შეგრძნებებიდან.
არომატის სტრუქტურა ნაზი, ქარვისებრი მუშკის და კედარის ხის ბაზას ეყრდნობა, რათა იდეალურად გადმოგვცეს ზღაპრულ იტალიურ ბაღში, გვიან შუადღისას სეირნობის და ფიქრის არომატები.
დახუჭეთ თვალები და ხარბად ჩაისუნთქეთ თქვენ გარშემო არსებული სილაჟი; შეიგრძენით ზაფხულის ბრიზი!
ზედა ნოტები: ბერგამოტი, ანანასი, მაგნოლია, ტუბეროზა, გარდენია, გრეიფრუტის ფოთლები
შუა ნოტები: ძირა, ჟასმინი, მწვანე წიწაკა, ქლიავი, ფრეზია, ვაშლი, კარდამონი
ძირითადი ნოტები: მუშკი, ტონკას ლობიო, ქარვა, მუხის ხავსი, კედრის ხე
Aqua, Cetearyl Alcohol, Helianthus Annuus Seed Oil*, Glyceryl Stearate Citrate, Glycerin, Prunus Amygdalus Dulcis Oil, Caprylic/Capric Triglyceride, Ethylhexyl Stearate, Malva Sylvestris Flower/Leaf Extract*, Calendula Officinalis Flower Extract*, Tocopherol, Ascorbyl Palmitate, Panthenol, Sodium Pca, Lecithin, Xanthan Gum, Sodium Dehydroacetate, Sodium Phytate, Lactic Acid, Sodium Benzoate, Benzyl Alcohol, Potassium Sorbate, Citric Acid, Parfum, Benzyl Salycilate, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, Limonene (*da agricoltura biologica/from organic farming)
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.