Body Firming Extra-Firming Cream
სხეულის მკვებავი, ანტიასაკობრივი კრემი თვალსაჩინოდ ამკვრივებს, ჭიმავს და აგლუვებს კანს.
Not Chosen
CLARINS-ის მკვებავი, ანტიასაკობრივი სხეულის კრემი თვალსაჩინოდ ამკვრივებს, ჭიმავს და აგლუვებს კანს, რაც, თავის მხრივ, მოვლის ერთი ნაბიჯით კანის ტონუსსა და გამოცოცხლებას განაპირობებს.
პროდუქტის 96%-ით ბუნებრივი წარმოშობის ფორმულა 2 მცენარეული ინგრედიენტის კომბინაციას შეიცავს, ინტენსიურად გამამკვრივებელი და ამჭიმავი მოქმედებით: რეგენერაციული მეურნეობით შთაგონებული კერძო ფერმისა და ლაბორატორიის — Domaine Clarins-ის ორგანული ბუერას (რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი) და ორგანული მიტრაკარპუსის (ენდროსებრი ოჯახის მცენარე) ექსტრაქტებს.
ორგანული შიის კარაქისა და ორგანული ალოე ვერას ექსტრაქტებით გაჟღენთილი კრემის მდიდრული, მდნარი სტრუქტურა, 8-საათიან* უწყვეტ ჰიდრატაციას განაპირობებს, კანს კი — არბილებს და ელასტიკურობასა და კომფორტის დაუჯერებელ შეგრძნებას ანიჭებს.
პროდუქტი რეკომენდებულია სხეულის ყველა ტიპისა და ცხოვრების ნებისმიერი სტილის მქონე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთათვის.
*შემოწმებულია ინსტრუმენტულად, პანელის მონაწილე 30 ქალზე, სრული 48 საათის განმავლობაში.
1. Bring formula to body temperature by warming it between your hands to enhance absorption.2. Smooth over skin, starting at ankles and moving to the upper body; then from wrists to shoulders. 3. Add extra pressure with fists to areas that are prone to slackening: stomach, hips, thighs, buttocks, and arms.
AQUA/WATER/EAU. COCOGLYCERIDES. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER. COCO-CAPRYLATE/CAPRATE. PROPANEDIOL. C14-22 ALCOHOLS. CETEARYL ALCOHOL. GLYCERIN. 1,2-HEXANEDIOL. C12-20 ALKYL GLUCOSIDE. CETEARYL GLUCOSIDE. GLYCERYL CAPRYLATE. PARFUM/FRAGRANCE. POTASSIUM CETYL PHOSPHATE. ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER. ETHYLHEXYLGLYCERIN. TOCOPHERYL ACETATE. ALOE BARBADENSIS LEAF JUICE POWDER. DISODIUM EDTA. SODIUM HYDROXIDE. ACTINIDIA CHINENSIS (KIWI) FRUIT EXTRACT. BETAINE. SORBITOL. PETASITES HYBRIDUS LEAF EXTRACT. MITRACARPUS SCABER EXTRACT [C3974A]
*For information purposes only. As all products are subject to change, please also consult the list of ingredients on the packaging of the product you receive.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
