BLISS IN PARADISE
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს არომატი Bliss in Paradise საუკეთესოდ ავლენს პარფიუმერის ნიჭს — ნედლი ინგრედიენტების განმაცვიფრებლად ახალი კომბინაციებით შეზავების უნიკალურ უნარებს.
Not Chosen
Thomas Kosmala-ს სიმდიდრით შთაგონებული მკვეთრი, აღმოსავლური ტიპის არომატი Bliss in Paradise მარმარილოს ქვით მოპირკეთებულ ოქროს სასახლეს მოგვაგონებს.
ბერგამოტი და ზაფრანა სინაზეს მატებს კვამლისებრ საკმეველს და ლაბდანუმს (ციტრუსების ექსტრაქტი); უდი, ქარვა და ტყავი კი არომატის უნიკალურ ხელწერას — ხისებრი საკმეველის მბრწყინავ, შესამჩნევ კვალს უზრუნველყოფს.
გამხსნელი ნოტები: ზაფრანა, ბერგამოტი
გულის ნოტები: ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ბენზოინი
საბაზისო ნოტები: უდი, საკმეველი, ტყავი, ამბრი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.