მთავარიშოპისუნამო

Bleu Satin

Bleu satin
Bleu satin

Eau de Parfum

სუნამო

Parfums MDCI-ს Bleu Satin : ნათელი და გამჭვირვალე ხის სურნელოვანი ასოციაცია სპეციებისა და ხილის აქცენტებით გაჯერებული ტყავის ნოტებით.

მოცულობა:

Not Chosen

1,294.00 ₾
აღწერა

თომას გეინსბოროს ფერწერის რომელიღაც ამაყი ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტივით ბრწყინავს პარფიუმერ სესილ ზაროკიანის ქმნილება — Parfums MDCI-ს Bleu Satin : ნათელი და გამჭვირვალე ხის სურნელოვანი ასოციაცია სპეციებისა და ხილის აქცენტებით გაჯერებული ტყავის ნოტებით.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, მწვანე ნოტები (ენერგიული, გამაგრილებელი ხასიათის რეპორდუქციული აკორდი მამაკაცის და ქალის სუნამოების გამხსნელ ნოტებში. ბუნების, ფოთლების, ფურცლების ან ხავსის, მცენარეული სურნელით)

გულის ნოტები: ჟასმინი, კასისი (ტკბილი შავი მოცხარის აკორდი), საზამთრო

საბაზისო ნოტები: ზაფრანა, ტყავი, ხის ნოტები

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, მწვანე ნოტები

შუა ნოტები: ჟასმინი, კასისი, საზამთრო

ძირითადი ნოტები: ზაფრანა, ტყავი, ტყის ნოტები

არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.