BLACK
Eau de Toilette
სუნამო
თავდაჯერებული მამაკაცებისთვის შექმნილი Aigner-ის არომატი — Black, იდეალურ სურნელოვან ხელწერას გთავაზობთ, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე — განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.fted for the confident man, Aigner Black for Men is the perfect everyday
Not Chosen
შეაბიჯეთ ეტიენ აიგნერის საკულტო ფრანგული მოდის სახლის თამამ, დახვეწილ სამყაროში, Aigner-ის 2004 წლის მასკულინური არომატით — Black! მისი ძლიერი და ამავდროულად, დახვეწილი სურნელი, მდიდრული ტყავის ტონების და გრილი ციტრუსების შერწყმით მერქნოვან ნახევარტონებთან, თავდაჯერებულ მამაკაცებს, იდეალურ სურნელოვან ხელწერას ანიჭებს — როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
Black, ტყავისებრი არომატული ოჯახის ტუალეტის წყალია: კომპოზიცია ბერგამოტის, გრეიფრუტის და ფორთოხლის ენერგიული აფეთქებით იშლება და მჟავე, პიკანტური ხასიათით გვაცნობს თავს. სურნელის განვითარებასთან ერთად, გრილ, ბუნებრივ ძალას აფრქვევს გული — პიტნის, ფიჭვის და მიწიერი მუხის ხავსის ნაზავით. ხავერდოვანი მუშკის, მდიდრული ტყავის, კვამლისებრი სტირაქსის (ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი) და ტკბილი ტონკას მარცვლების საბაზისო ნოტების ხანგრძლივად მდგრადი სითბო კი, გარშემომყოფებზე, ღრმა, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
თანამედროვე ელეგანტურობისა და ეტიენ აიგნერის მემკვიდრეობის ამსახველი სუნამო, საფრანგეთში, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომებით — კლასიკური სტილისა და თანამედროვე ხედვების შერწყმის კვალდაკვალ მზადდება. ოფისის ატმოსფეროში თუ ღამის გართობისას, Black, თავდაჯერების და მომხიბლავობის გამყოლი აურით შეგამკობთ!
გამხსნელი ნოტები:
გრილი და ნათელი გახსნა მჟავე ციტრუსოვანი ენერგიით:
ბერგამოტი, გრეიფრუტი, ფორთოხალი
გულის ნოტები:
პიტნა, ფიჭვი, მუხის ხავსი — არომატული და მსუბუქად მწვანე ცენტრი, კომპოზიციას, სიღრმესა და სიგრილის ნიუანსებს მატებს
საბაზისო ნოტები:
ტყავი, მუშკი, ტონკას მარცვლები, სტირაქსი (ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი) — თბილი, მგრძნობიარე ბაზა, არომატის მასკულინურ, ხანგრძლივ მდგრად ხასიათს გამოკვეთს