მთავარიშოპისუნამო

B.B.

B.B.

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

არომატ B.B.-ს სურნელი, ყველა იმ არაორდინალური ადამიანის ირონიასა და მაცდურობას მოიცავს, რომელთაც, საზღვრებს მიღმა თამაში ხიბლავთ, ცნობიერში ღრმად ჩამარხული, შეფარული ვნებების წესებით.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება B.B. შთაგონებულია პოეტითა და ეკლექტური ხელოვანით — ბასინიო ბასინით: მისი შემოქმედება მკვეთრად გამოირჩეოდა იმ არისტოკრატული პატრონაჟის ფონზე, XV საუკუნის პირველ ნახევარში რომ იჩინა თავი და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად ზუსტი კონოტაციები შეიძინა: „ახალი კულტურის“ თაყვანისმცემელმა — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტამ (იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა), გრადარას სასახლის გასაფორმებლად, არაერთი თანამედროვე ხელოვანი დაასაქმა: ადიდებდა რა მათ შემოქმედებას, სანაცვლოდ, საკუთარი ძალაუფლების უპირობო მხარდაჭერას ითხოვდა.

ხელოვნების მაშინდელი „ახალი“ ფორმა, შეგვიძლია, სოციალური გავლენისა და მარკეტინგის პირველსაწყისად მივიჩნიოთ, როგორც თანამედროვე მედიის წინამორბედი და კომუნიკაციის ძველებური მეთოდი; ბასინიო ბასინი კი — არაორდინალურ „ინფლუენსერად“; დღევანდელი ვირტუალური სამყაროს — „მეტავერსის“ დახვეწილ, გამჭრიახ წინაპრად.

სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტას მიერ ბასინიო ბასინის მიწვევის პირობა ლექსებისა და სიმღერების შეთხზვა იყო, რათა ამ ფორმით, გრადარას ციხე-სიმაგრის მბრძანებლის ბრწყინვალე მიზნებისა და მიღწევების შესახებ მითქმა-მოთქმა გამოეწვიათ.

ბასინიო წარმატებული მეცნიერი იყო, თუმცა, ყველაზე მეტად, სიახლეებისა და მისტერიების აღმოჩენა და შესწავლა ხიბლავდა — შეცნობილი სამყაროს საზღვრებს მიღმა მოგზაურობა და საოცრებათა სამეფოში შეტოპვა. არაორდინალური მგრძნობიარობითა და წარმოსხავით დაჯილდოებული ხელოვანი, მოქნილად ლავირებდა როგორც ესთეტიკურ, ასევე — სორციელ სიამოვნებებსა და მშვენიერებებს შორის.

ის, არა მხოლოდ, თავისი დროის სწავლულთა მეგზური, არამედ, გამჭრიახი კომენტარებისთვის მუდამ მზადყოფნაში, ღრმა ირონიით გამორჩეული პერსონაც იყო. სწორედ ასეთ მხიარულ ხასიათს ასახავს V Canto-ს თანამედროვე, თავხედური არომატის — B.B.-ს ჟოლოსფერი ფლაკონი.

არომატი იტალიის ყველაზე ძვირფასი ციტრუსების შუშხუნა ნოტებით იშლება: მკაფიოდ ჟღერს რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის სიმძაფრე, სიცილიური მწარე ფორთოხლის ინტენსივობა და სორენტოს ლიმონის ძალა, რომელთაც ამაღელვებელი ბულგარული ვარდის მაცდური სურნელი იხუტებს.

დამაჯერებელი გამხსნელი ნოტები სპეციებისა და აფროდიზიაკური ყვავილების საწოლზე განისვენებენ: გარდას ტბის ლავანდის მაჰიპნოზირებელი სიგრილით მოცულ გულის ნოტებში, ფილიპინების ილანგ ილანგის და კანარის კუნძულების თეთრი ლოტუსის ეროტიკულად შთამაგონებელ ვუალში გახვეული ბრაზილიური ვარდისფერი პილპილის ძალა და ეგვიპტური კუმინი (იგივე ძირა) გამოსჭვივის.

კომპოზიციის ბაზა, ტბილი მერქნების მყარ საფუძველს ეყრდნობა. მათ შორის, ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და იტალიის ისტორიული ოლქის — რომანიული არყის ხის ნოტები დომინირებს, რომლებიც, სუნამოს ძალას უსვამს ხაზს. მათ გარს ეკვრის B.B.-ს შთამაგონებელი ხელოვანის ხასიათის მსგავსი იდუმალების ნაზავი — ომანის მირონი, მუხის ხავსი და მუშკი.

არომატ B.B.-ს სურნელი, ყველა იმ არაორდინალური ადამიანის ირონიასა და მაცდურობას მოიცავს, რომელთაც, საზღვრებს მიღმა თამაში ხიბლავთ, ცნობიერში ღრმად ჩამარხული, შეფარული ვნებების წესებით.

ზედა ნოტები: რეჯო-კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური მწარე ფორთოხალი, სორენტოს ლიმონი და ბულგარული ვარდი

შუა ნოტები: ბრაზილიური ვარდისფერი წიწაკა, ეგვიპტური ძირა, ფილიპინური ილანგ-ილანგი, კანარის კუნძულების თეთრი ლოტოსი და გარდას ტბის ლავანდა

საბაზისო ნოტები: ავსტრალიური სანდალოზის ხე, რომანიის არყის ხე, მირონი, მუხის ხავსი და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Benzyl Salicylate, Geraniol, Hydroxycitronellal, Amyl Cinnamal, Citronellol, Eugenol, Coumarin, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია