მთავარიშოპისუნამო

BARBARIAN

BARBARIAN
BARBARIAN

Eau de Parfum

სუნამო

SweDoft-ის BARBARIAN-ის მიქსოლოგია კარამელით იწყება, შემდეგ — კედარის ხის ინგრედიენტი ემატება, რათა სუნამოს ბარბაროსული ხასიათი და ტიპური ხისებრი არომატებისგან განსხვავებული სურნელი მიანიჭოს.

მოცულობა:

Not Chosen

657.00 ₾
აღწერა

სიტყვა „ბარბაროსს“ მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი ჩვენთვის უცხო ნებისმიერ მოქმედებას ასახავს და საკუთარი საქციელით მკვეთრად გამორჩეული პიროვნების ღრმა დახასიათებას გვთავაზობს.

მეამბოხე შტრიხების მატარებელია სუნამოს შეფუთვაც, ორიგინალური, უჩვეულო დიზაინით.

SweDoft-ის BARBARIAN-ის მიქსოლოგია კარამელით იწყება, შემდეგ — კედარის ხის ინგრედიენტი ემატება, რათა სუნამოს ბარბაროსული ხასიათი და ტიპური ხისებრი არომატებისგან განსხვავებული სურნელი მიანიჭოს.

შებოლილი უდის ეფექტის მისაღებად, პარფიუმერულ ფორმულას საკმეველისებრი სურნელის მქონე გურჯუმის ბალზამი (თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით) დაამატეს.

ერთგვარ რისკს წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებთან ვანილის შეზავება, თუმცა შედეგმა პარფიუმერების მოლოდინს გადააჭარბა.

დააგემოვნეთ SweDoft-ის „ბარბაროსული“ არომატი, რომელიც პირველივე წამიდან მოგნუსხავთ!


სურნელოვანი ნოტები:

კვიპრიოლი, გურჯუმი 

კარამელი, კედარის ხე, ვარდი

უდი, მუშკი, ვანილი

ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.

ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.

SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.