BAD BOY COBALT
Eau de Parfum
სუნამო
Carolina Herrera-ს არომატი BAD BOY Cobalt Eau de Parfum თანამედროვე მასკულინურობის დუალისტურ ხასიათს ახალ, ელექტრულ ელფერს მატებს და საძმოს წევრებს შორის მეგობრულ კავშირს მიაგებს პატივს.
Not Chosen
Carolina Herrera-ს არომატი BAD BOY Cobalt Eau de Parfum თანამედროვე მასკულინურობის დუალისტურ ხასიათს ახალ, ელექტრულ ელფერს მატებს — კონცეფციას, რაც, თავის მხრივ, „ცუდი ბიჭების“ სუნამოს განმარტავს. არომატის შთაგონება კობალტის ფაქტურა და მკვეთრპიგმენტოვანი შეფერილობაა.
BAD BOY Cobalt მინერალური სექსუალურობისა და ველური სიგრილის ნაზავია, ენერგიის მომნიჭებელი, კომპლექსური ხასიათის სურნელი. მისი არომატული ხასიათი სუნამოს პროტოტიპის — „ცუდი ბიჭის“ ყველაზე ელეგანტურ, თვითგამოხატვის თავისუფლებით შთაგონებულ გამოვლინებას განასახიერებს; პიროვნებას, რომელსაც სწამს, რომ სანდო მეგობრების გარემოცვაში, ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია!
top - Pink Pepper & Lavender, heart - Geranium & Black Plum, base - Truffle Accord & Vetiver
Carolina Herrera-ს სუნამოები ასახავს ბრენდის დამფუძნებლის ხედვას თანამედროვე ქალურობაზე, ბუნებრივ დახვეწილობასა და თავდაჯერებულ ელეგანტურობაზე. ბრენდი
ცნობილია მარადიული არომატების შექმნით, რომლებიც მოიცავს ორიგინალი „Carolina Herrera“ სუნამოს ყვავილოვან სიწმინდეს, გაბედულად ხალისიან „Good Girl“ ხაზსა და ახალ „212“ კოლექციას.
ბრენდს მდიდარი ისტორია აქვს, პირველი სუნამო 1988 წელს გამოუშვა, რის შემდეგაც Carolina Herrera-მ წარმატებით განავითარა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სუნამოების ხაზები, მათ შორის ნიშური კოლექციები, როგორიცაა „Herrera Confidential“.