მთავარიშოპისუნამო

TABIT

TABIT

ATTAR

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Tabit (იგულისხმება ორიონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი თეიბითი, იგივე Pi-3 Orionis), წარმოადგენს სითხეს, რომელიც ფრთაშესხმული ოცნებების მოგზაურობაში ყალიბდება.

მოცულობა:

Not Chosen

2,475.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Tabit (იგულისხმება ორიონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი თეიბითი, იგივე Pi-3 Orionis), წარმოადგენს სითხეს, რომელიც ფრთაშესხმული ოცნებების მოგზაურობაში ყალიბდება. როდესაც ცხოვრება კრისტალიზებულ მოგონებებს აბინძურებს, ჩვენს შინაგან „მე-სთან“ გულახდილ საუბარს ვიწყებთ და ბავშვობის დროინდელ წარმოსახვებში ვბრუნდებით — იქ, სადაც ჩვენი გონება ყოველგვარი საზღვრებისგან თავისუფალია.

Tabit-ის არომატი ცის უსასრულო გაფართოებაში მოგზაურობას ჰგავს — მბრწყინავ ვარსკვავებს შორის ხტომას ჩამოვარდნის შიშის გარეშე; დედამიწა ხომ ამ სიყვარულის სურნელის დაშაქრული ხილის ნოტებს დაუფარავს და ბამბის ნაყინივით რბილი და მყუდროა. ეს ძლიერი და ამავდროულად, ბავშვის მომღიმარი მოფერების მსგავსად ფაქიზი ქმნილება, დაგემოვნებისთანავე დაგიპყრობთ და არასოდეს მიგატოვებთ. Tabit — პროვოკაციული და მგრძნობიარე არომატია, რომელიც დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მომაჯადოებელ მზერას ჰგავს.

კომპოზიცია ცქრიალა და მხიარული ნოტებით — ციტრუსების და მწვანე ვაშლის კონტრაპუნქტებით იშლება. გრილი და მანათობელი გამხსნელი ნოტები ქოქოსის და ზღვის სურნელის თბილ სიტკბოში განისვენებენ და ზაფხულის ქვიშიანი სანაპიროს — ხმელთაშუა ზღვის რომელიღაც სოფლის კაშკაშა ბულვარის ჰაერის საბურველში გვახვევენ.

სიხარულის იმპულსი, მთელი თავისი მშვენიერებით, ატარის (ვარდის ეთერზეთი) მეფურ, დახვეწილ საბაზისო ნოტებში ფეთქდება: ვანილი და ძვირფასი ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მდიდრულ მერქნებს ეთამაშება, ტკბილი შაქარი კი — ბავშვობის წლებში ნანატრი კანფეტების გემოს გვახსენებს…

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი და მწვანე ნოტები

გულის ნოტები:

ქოქოსი, ატამი, თბილი ქვიშის და ყვავილოვანი ნოტები

საბაზისო ნოტები:

ვანილი, მუშკი, კანფეტის ნოტი, მერქნების ნოტები და ამბრი 

Parfum (Fragrance), Benzyl Salicylate, Linalool, Geraniol, Hexyl Cinnamal, Citronellol, Limonene, Hydroxycitronellal, Benzyl Benzoate, Farnesol, Benzyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Citral, Eugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.