SIRRAH
ATTAR
სუნამო
Tiziana Terenzi-ს ექსტრაქტის — Sirrah-ის შემოქმედებითი ხედვის შთაგონება სწორედ ამ მუდმივად განვითარებად ვარსკვლავზე დაკვირვება და მისი ცეცხლოვანი ხვეულები გახდა: არომატის დამაჯერებელი და ჯადოსნური შტრიხები, გრილი და თბილი ნოტები, ელეგანტური და მგრძნობიარე
Not Chosen
სირაჰი ანდრომედეს თანავარსკვლავედის ძალიან ცნობილი ვარსკვლავია, მეფური ბედისწერით: ის, მალე, წითელი გიგანტების რიგებში ჩაეწერება. ეს ჯადოსნური ციური სხეული ევოლუციას ცეცხლის საკუთარ სპირალებში განიცდის, ნათებას ინარჩუნებს და უწყვეტი მუტაციის მდგომარეობაში იმყოფება.
Tiziana Terenzi-ს ექსტრაქტის — Sirrah-ის შემოქმედებითი ხედვის შთაგონება სწორედ ამ მუდმივად განვითარებად ვარსკვლავზე დაკვირვება და მისი ცეცხლოვანი ხვეულები გახდა: არომატის დამაჯერებელი და ჯადოსნური შტრიხები, გრილი და თბილი ნოტები, ელეგანტური და მგრძნობიარე ხასიათი და მაცდური და მეფური მოქმედება, დაგემოვნებისთანავე, ცვალებადი ემოციების მორევში ჩაგითრევთ.
ამ ქმნილების დახასიათებისას, კლასიკური სურნელოვანი პირამიდა არარელევანტურია, რადგან მისი შემადგენელი მოლეკულები ერთმანეთს დასდევენ, ჩამორჩებიან და შემდეგ — უჩინარდებიან, რათა დამალობანას მუდმივ თამაშში, ახალი სახით მოგვევლინონ.
Sirrah სინუსური და მგრძნობიარე თაიგულით იშლება — უძველესი, იშვიათი ჯიშის ხილის ნოტებით, მათ შორის — კომშით, რომელიც მარაკუიას მკბენარ სურნელთანაა კომბინირებული და დროში შეჩერებული კავშირით ერწყმის ძვირფას სპეციებს — ზაფრანასა და უიშვიათესი მწვანე წიწაკის მარცვლებს.
სახასიათო სპირალისებრი სტრუქტურის დამსახურებით, თაიგული აგრძელებს მერყეობას ოსმანტუსის, დამასკოს ვარდისა და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნოტებზე, რომელთაც ხაზს უსვამს მადაგასკარული მწვანე ილის დახვეწილი სინუსური არომატი და სიტკბო, ჟანგბადის მოლეკულის (Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ახლა უკვე ცნობილი, ექსკლუზიური მოლეკულა) მწველ სიგრილესთან ერთად.
მოცემული სურნელების მთლიანობა იძირება იტალიური ტყავის ცვალებადი სიძლიერის ნოტებში და შემდეგ, კვლავაც მათ ზედაპირზე ლივლივებს — სპირალურად რომ გადახლართულან ძვირფასი მერქნების, პაჩულის, სანდალისა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და არყის ხეების ფაქიზ გამოძახილებთან ან — მდუმარებასთან, თეთრი მუშკის (სინთეტიკური მუშკი) გრაციოზული ძალის მოქმედების მიხედვით.
Tiziana Terenzi-ს Sirrah არომატია, რომელიც გაგიტაცებთ და ცდუნებისა და კაშკაშა სიურპრიზების ცეცხლის გრილი ალების სპრიალურ მორევში ჩაგითრევთ, ერთმანეთს მუდმივი ევოლუციის წიაღში რომ დასდევენ.
გამხსნელი ნოტები:
ზაფრანა, მწვანე წიწაკის მარცვლები, კომში და მარაკუია
გულის ნოტები:
ოსმანტუსი, ილი, ჟანგბადის ნოტი, ვარდი და ამბრი
საბაზისო ნოტები:
არყისხე, სანდალვუდი, პაჩული, ტყავი და თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი
Parfum (Fragrance), Limonene, Citronellol, Geraniol, Benzyl Alcohol, Eugenol, Linalool, Citral, Alpha – Isomethyl Ionone
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.